ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

2012 წლის საგაზაფხულო ერთკვირიანი სესიები

2012 წლის საგაზაფხულო ერთკვირიანი სესიები

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სარესურსო ცენტრი (CRC) აცხადებს კონკურსს 2012 წლის გაზაფხულზე ერთკვირიან სესიებში მონაწილეობის მისაღებად.

კონკურსში გამარჯვებულთათვის გათვალისწინებულია ვიზიტი უნივერსიტეტში, სადაც საშუალება მიეცემათ, დაამუშაონ სასწავლო პროგრამა, ისარგებლონ ბიბლიოთეკით.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განმცხადებელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

•    ასწავლიდეს უმაღლეს სასწავლებელში სოციალურ ან ჰუმანიტარულ დისციპლინას;
•    ამზადებდეს ახალ სასწავლო კურსს ან სრულყოფდეს არსებულს;
•    ფლობდეს ინგლისურ ენას;
•    წარმოადგინოს ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი.

2011 წლის გაზაფხულზე ჩატარდება შემდეგი სესიები:

        
კომუნიკაციების სწავლება: 14 – 18 მაისი
  
(საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პოლიტიკის სწავლება)

საბუთების ჩაბარების ბოლო ვადა: 11 მარტი, 2012 წელი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]