ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ავსტრიის სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამა ინტეგრირებული სისტემებისა და სქემების პროექტირების მიმართულებით

ავსტრიის სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამა ინტეგრირებული სისტემებისა და სქემების პროექტირების მიმართულებით

ავსტრიული  ცენტრი „ინფინეონ ტექნოლოჯისი“ აცხადებს კონკურსს მინიმუმ ბაკალავრის ხარისხის მფლობელი საერთაშორისო სტუდენტებისთვის ოთხ სემესტრიან (15 თვიან) სამაგისტრო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად სახელწოდებით „ინტეგრირებული სისტემები და სქემების პროექტირება“ (ISCD). პროგრამა ჩატარდება ავსტრიის კარინსიას გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტში. პროგრამა ჩატარდება ინგლისურ ენაზე და დაიწყება 2011 წლის შემოდგომაზე. პროგრამის პირველი სამი სემესტრის განმავლობაში წარჩინებულ სტუდენტებს დაენიშნებათ სტიპენდია თვეში 800 ევროს ოდენობით. დამამთავრებელ მეოთხე სემესტრში სტუდენტი აყვანილი იქნება სამუშაოდ უშუალოდ ცენტრ „ინფინეონ ტექნოლოჯისის“ მიერ, სადაც საშუალება ექნება დაამუშაოს საბოლოო სამაგისტრო ნაშრომი.

პროგრამაში მონაწილეობისა და სტიპენდიების მიღების მსურველი კანდიდატები შერჩეულ იქნებიან შემდეგი კრიტერიუმების საფუძველზე:

  • სწორად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
  • აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი სრულყოფილი დოკუმენტაცია (დიპლომის ოფიციალური ასლი ნიშნების ფურცელთან ერთად);
  • სამუშაო გამოცდილება პროგრამით გათვალისწინებულ ან მონათესავე სფეროებში;
  • საბაკალავრო ნაშრომი (სასურველია დამუშავებული იყოს ინგლისურ ენაზე);
  • პროგრამასთან დაკავშირებულ თემებზე დამუშავებული კვლევითი ნაშრომის/ნაშრომების თეზისები;
  • გასაუბრება.

 განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 მაისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]