ესპანეთის ქალაქ ბარსელონის ბიზნესის მარკეტინგისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სკოლა აცხადებს კონკურსს შესაბამის მიმართულებებში ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მფლობელი სტუდენტებისთვის სამაგისტრო სასწავლო კურსების გასავლელად. პროგრამა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: საერთაშორისო ბიზნეს – ადმინისტრირება, ბიზნესის მენეჯმენტი (მართვა), მარკეტინგის მენეჯმენტი, ბიზნეს – კომუნიკაცია, საერთაშორისო ვაჭრობა და საერთაშორისო მარკეტინგი.
პროგრამა ნაწილობრივ ფასიანია, თუმცა წარჩინებული კანდიდატებისთვის შესაძლებელია სასწავლო გადასახადის სოლიდური ნაწილის ამანაზღაურებელი დაფინანსების მოპოვება. პროგრამა ტარდება ინგლისურ ენაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სრულად შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
• საზღვარგარეთის პასპორტის ორიგინალი და ფოტოასლი (ორიგინალის წარდგენა მოხდება პირადად);
• სტუდენტური ვიზის ორიგინალი და ფოტოასლი (ორიგინალის წარდგენა მოხდება პირადად);
• თვითმფრინავის ბილეთისა ან საზღვრის გადაკვეთის ნებართვის ფოტოასლი;
• სკოლაში სტუდენტის მიღების დამადასტურებელი თანხმობის წერილი.
პროგრამაზე განაცხადების გაგზავნის ზუსტი ბოლო ვადა განსაზღვრული არ არის. განაცხადები მიიღება ადგილების შევსებამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]