გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური – DAAD აფინანსებს სტუდენტებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და მეცნიერებს.
DAAD-მა გამოაცხადა კონკურსი შემდეგ პროგრამებზე:
• საბაკალავრო სტიპენდიები გერმანული სკოლის მე-12 კლასელებისთვის (ხანგრძლივობა 1-5 წელი);
• საზაფხულო კურსები გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში (ხანგრძლივობა 3-4¾ კვირა);
• სემესტრული სტიპენდიები გერმანისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის (ხანგრძლივობა 5 თვე);
• სტიპენდია დამამთავრებელ კურსზე მყოფი გერმანისტებისთვის (ხანგრძლივობა 1-3¾ თვე);
• პრაქტიკა საბუნებისმეტყველო და საინჟინრო, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროსთვის;
• სტიპენდია სტუდენტური ჯგუფებისათვის (ხანგრძლივობა 7-10 დღე);
• სასწავლო სტიპენდია ყველა სპეციალობის კურსდამთავრებულისთვის (ხანგრძლივობა1-2 წელი);
• ERP – სამაგისტრო კურსი ეკონომისტებისთვის (1-2 წელი);
• კვლევითი სტიპენდიები დოქტორანტებისა და ახალგაზრდა კვალიფიცირებული მეცნიერებისათვის (ხანგრძლივობა 1-10 თვე, სადოქტორი სტიპენდია – 3 წელი);
• სტიპენდია ხელოვანთათვის (ხანგრძლივობა 10 თვე);
• კვლევითი სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის (ხანგრძლივობა 3 თვე);
• განმეორებითი სტიპენდია ყოფილი სტიპენდიატებისათვის (ხანგრძლივობა 3 თვე);
DAAD-ს სტიპენდიების კონკურსისთვის საბუთების შემოტანის ბოლო ვადა იქნება 31 ოქტომბერი.
2011 წლის სექტემბრამდე პროგრამაში შესაძლოა შევიდეს უმნიშვნელო ცვლილებები.
კონსულტაციები სტიპენდიებისა და ზოგადად გერმანიაში სწავლის შესახებ იმართება DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრში: ორშაბათი – პარასკევი, 14 საათიდან 18 საათამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]