ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

იაპონიის არასამთავრობო ორგანიზაცია „მაცუმაეს საერთაშორისო ფონდის“ სტიპენდიები

იაპონიის არასამთავრობო ორგანიზაცია „მაცუმაეს საერთაშორისო ფონდის“ სტიპენდიები

იაპონიის არასამთავრობო ორგანიზაცია „მაცუმაეს საერთაშორისო ფონდი“ აცხადებს კონკურსს საერთაშორისო დოქტორანტი სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიის მისაღებად შემდეგ მიმართულებებში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, საინჟინრო საქმე და მედიცინა. სწავლების ხანგრძლივობა განისაზღვრება სამიდან ექვს თვემდე ვადით 2012 წლის აპრილიდან 2013 წლის მარტამდე. კანდიდატებმა განაცხადში უნდა მიუთითონ სწავლების ხანგრძლივობის სასურველი ვადა (3 ან 6 თვე). აღსანიშნავია, რომ ფონდი უპირატესობას მიანიჭებს 6 თვიანი სასწავლო კურსის გავლის მსურველ კანდიდატებს.

სტიპენდიის მიღებით  დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიმებს: 
•    ფლობდნენ დოქტორის ხარისხს;
•    განაცხადის წარდგენის მომენტისათვის მათი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 48 წელს;
•    სრულფასოვნად ფლობდნენ ინგლისურ ან იაპონურ ენას;
•    არ უნდა იყვნენ ნამყოფი იაპონიაში, ამასთანავე არც განაცხადის წარდგენის მომენტისათვის. ფონდის მიერ სასწავლო სტიპენდიაზე წარსულში მოწვეული პირები აღარ დაიშვებიან;
•    სამშობლოში უნდა იყვნენ დასაქმებული და კურსის დასრულებისთანავე აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ საკუთარ ქვეყანაში;
•    უნდა ჰქონდეთ დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 31 აგვისტო.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]