ცხადდება ტომას და რუთ რივერსების საერთაშორისო სტიპენდიის პროგრამა მათთვის, ვისაც სურვილი აქვს, მონაწილეობა მიიღოს დასვენების შესახებ მსოფლიო კონგრესში. პროგრამაში მონაწილეობა შეუძლიათ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
• ბაკალავრიატის ან ბოლო კურსის მაგისტრატურის სტუდენტები, რომელთა ძირითადი სპეციალობაა დასვენება, დასვენების სერვისები ან ტურიზმი;
• კანდიდატს რეკომენდაციას უნდა უწევდეს მინიმუმ ორი პიროვნება იმ უნივერსიტეტის კონკრეტული დეპარტამენტიდან, სადაც უშუალოდ კანდიდატი სწავლობს;
• კანდიდატს უნდა გააჩნდეს ინტერესი ზემოთ ჩამოთვლილი მიმართულებების მიმართ;
• კანდიდატს უნდა გააჩნდეს აღნიშნულ სფეროებში მოხალისეობრივი ან ანაზღაურებადი სამუშაო გამოცდილება;
• აბსტრაქტის ასლები;
• კანდიდატის მთავარი პროფესორის სარეკომენდაციო წერილი.
განაცხადის გაგზვანის ბოლო ვადაა 2012 წლის 1 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C219 ტელ.: 229 47 11.
[wpai_display_imported_files_here]