ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პრომოაქცია სტუდენტებისათვის სამაგისტრო პროგრამებზე

პრომოაქცია სტუდენტებისათვის სამაგისტრო პროგრამებზე

პრომოაქციის ფარგლებში ბაკალავრებს ეძლევათ უნიკალური შესაძლებლობა, ისწავლონ სამაგისტრო პროგრამებზე ბიზნესის ადმინისტრირების 14 მიმართულებით და მიიღონ საერთაშორისო დონის ბიზნეს განათლება ქვეყნიდან გაუსვლელად.

 მოთხოვნები:

 1. ინგლისური ენის ცოდნა (საშუალოზე მაღალი დონე);
 2. ბაკალავრის დიპლომი;
 3. მონდომება.

სწავლება 2-წლიანია და მიმდინარეობს სტუდენტთან ინდივიდუალური ხელშეკრულების საფუძველზე. თითოეული სტუდენტისთვის დისტანციური სწავლება მიმდინარეობს ინდივიდუალურად, ელექტრონული სახელმძღვანელოებით. პირადი ინსტრუქტორი ამოწმებს დავალებებს და ორგანიზებას უწევს საგამოცდო ტესტირებებს.

აქციის ფარგლებში, რომელიც 2011 წლის 30 ნოემბერს იწურება, სწავლების საფასური 1480 აშშ დოლარს შეადგენს. საფასურის გადახდა ხდება ორ ეტაპად: სწავლის დაწყების ეტაპზე მოსაკრებელი 780 აშშ დოლარს შეადგენს, ხოლო 2 წლის შემდეგ – სწავლის დასრულების ეტაპზე – 700 აშშ დოლარი.

უნივერსიტეტი აკრედიტებულია ონლაინ-უნივერსიტეტების აკრედიტაციის საერთაშორისო კომისიის მიერ (IACOU – International Accreditation Commission for online Universities). სასწავლო მასალები მომზადებულია ექსკლუზიურად, ამერიკელი პროფესორების მიერ და შეესაბამება სწავლების საერთაშორისო სტანდარტს.

აქცია სრულდება 2011 წლის 30 ნოემბერს. არსებული ფასის შეთავაზება გრძელდება ნოემბრის ბოლომდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის №32, ოთახი №C220 ტელ.: 229 47 11.

[wpai_display_imported_files_here]