ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები

მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტები

სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს მოკლევადიანი ინდივიდუალური სამოგზაურო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების კონკურსს 2012 წლის 20 იანვრიდან 2012 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების მონაწილეობას საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში, რათა ინფორმაციის გაცვლისა და გამოცდილების გაზიარების შედეგად გააძლიეროს ადგილობრივი სამეცნიერო პოტენციალი და ხელი შეუწყოს საქართველოს მეცნიერების საერთაშორისო სფეროში ინტეგრაციას.

სამოგზაურო გრანტების საშუალებით ქართველ მეცნიერებს საშუალება ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ საზღვარგარეთ დაგეგმილ საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიებებში.

სამოგზაურო გრანტები ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მის სრულ ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი.

საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში წარდგენის ვადები:

კონკურსში მონაწილეობისათვის საკონკურსო დოკუმენტაციის ფონდში ონლაინ წარდგენა შესაძლებელია 2011 წლის 1 დეკემბრიდან:

არა უგვიანეს 2012 წლის 15 მარტისა – 2012 წლის მაისი-ივნისში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;

არა უგვიანეს 2012 წლის 21 მაისისა – 2012 წლის ივლისი-აგვისტოში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;

არა უგვიანეს 2012 წლის 20 ივლისისა – 2012 წლის სექტემბრი-ოქტომბერში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის;

არა უგვიანეს 2012 წლის 20 სექტემბრისა – 2012 წლის ნოემბერი-დეკემბერში დაგეგმილი ღონისძიებებისთვის.

ვადის დარღვევით წარმოდგენილი საკონკურსო განაცხადები შესაბამისი პერიოდებისათვის საკონკურსოდ არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეებს განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან 7 სამუშაო დღის განმავლობაში ეცნობებათ პასუხი დაფინანსების შესახებ ფონდის ვებ-გვერდის საშუალებით.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]