საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი (EJC) და ტომსონ როიტერის ფონდი (TRF), პროექტის “ფინანსები და გამჭვირვალობა – ახალი მიდგომები ქართულ ჟურნალისტიკაში” ფარგლებში, აცხადებს კონკურსს საუკეთესო ჟურნალისტური პროექტის გამოსავლენად.
კონკურსში მონაწილე პირებმა უნდა წარმოადგინონ ავტობიოგრაფია და საპროექტო წინადადება (იხ. თანდართული აპლიკაცია), სადაც აღწერილი იქნება პროექტის იდეა, მისი აქტუალურობა, განხორციელების გზები.
10 საუკეთესო პროექტის ავტორს გადაეცემა სტიპენდია 300 ევროს ოდენობით. კონკურსანტებს სტიპენდიები გადაეცემათ პროექტის დასრულების შემდგომ.
გამარჯვებულ პირებს (სტიპენდიანტებს) კონსულტაციას გაუწევენ დარგის წამყვანი პროფესიონალები, რომლებიც პროექტის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე საჭირო მიმართულებას და რჩევებს მისცემენ მათ.
გთხოვთ, საბუთები და საკონკურსო მასალა წარმოადგინოთ GIPA-ის ჟურნალისტიკისა და მედია-მენეჯმენტის კავკასიურ სკოლაში 2012 წლის 10 მარტამდე.
დასრულებული პროექტების ჩაბარების ვადა: 20 ან 25 მაისი, 2012 წ.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]