“UK Bridge”-ს აქვს პატივი, უმასპინძლოს განათლების მეორე საერთაშორისო გამოფენას, რომელიც საქართველოში 2012 წლის 2 მარტს სასტუმრო “რადისონ ბლუ ბათუმში”, ხოლო 3 და 4 მარტს, სასტუმრო “თბილისი მარიოტში” გაიმართება.
გამოფენაში მონაწილე სკოლების მიზანია პოტენციურ სტუდენტებთან შეხვედრა და მათი მოზიდვა. ჩვენ ველოდებით მონაწილეებს დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან, იტალიიდან, ესპანეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან და ჩეხეთიდან. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, წარმოაჩინონ თავიანთი სკოლა, კოლეჯი, ინსტიტუტი და პირადად შეხვდნენ პოტენციურ კლიენტებს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]