ადგილობრივი მკვლევრების სტიპენდიების პროგრამა იწვევს ქართველ მკვლევრებს/ლექტორებს, რომელთაც მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი აქვთ მინიჭებული დასავლეთ ევროპის ან სხვა ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში და დაინტერესებულნი არიან, ჩაერთონ აკადემიურ სფეროში, როგორც ლექტორები. პროგრამა მონაწილეებს სთავაზობს სტიპენდიას და სხვადასხვა სახის დაფინანსებას, მათ შორის, პროფესიული განვითარების საგრანტო პროგრამას, უნივერსიტეტის/დეპარტამენტის განვითარების საგრანტო პროგრამას და სხვა. პროგრამის აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მკვლევარი სრულყოფილად ფლობდეს ინგლისურ ენას.
ანკეტების წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 10 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]