მაკედონიის რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს სრულ სტიპენდიებს საბაკალავრო პროგრამებზე სასწავლებლად 2012-2013 სასწავლო წელს უცხოელი, მათ შორის ქართველი, სტუდენტებისათვის.
სტიპენდიები ხელმისაწვდომია გამორჩეული სტუდენტებისთვის, რომელთა ასაკი არ აღემატება 20 წელს (სასწავლო წლის დაწყებამდე 15/09/2012).
სწავლა მიმდინარეობს მაკედონიურ ენაზე, ამიტომ სტუდენტები სწავლის პირველ წელს ვალდებულნი არიან, ისწავლონ მაკედონიური ენა, რათა გააგრძელონ სწავლა მათ მიერ შერჩეულ უნივერსიტეტში.
საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2012 წლის 1 აგვისტო.
დეტალური ინფორმაცია სტიპენდიის პირობებისა და წარსადგენი დოკუმენტაციის შესახებ იხ. დანართის სახით.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]