აისეკის გაცვლითი პროგრამა არის ყველაზე ინტენსიური სასწავლო გამოცდილება, რომელსაც ჩვენ სტუდენტებს სტაჭირების სახით ვთავაზობთ და რომელიც აკავშირებს 110 ქვეყანას ერთმანეთთან აისეკის გლობალურ ქსელში. ყოველ წელს 16,000-ზე მეტ ახალგაზრდას საზღვარგარეთ ცხოვრებისა და მენეჯმენტის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, განათლების ან განვითარების სფეროებში მუშაობის შესაძლებლობით ვუზრუნველყოფთ მსოფლიო მაშტაბით. 2006 წლიდან დღემდე 300-ზე მეტმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა აისეკის გაცვლით პროგრამებში.
რას მომცემს აისეკის საერთაშორისო გაცვლით პროგრამა?
» ეს არის უნიკალური შანსი ქართველი ახალგარდებისთვის მიიღონ საერთაშორისო სამუშაო გამოცდილება მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.
» წარმატებულ ადამიანთა საერთაშორისო ქსელი ერთ ერთი მნიშვნელოვანი ღირებულებაა, რასაც ახალგაზრდები აისეკის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობით ქმნიან.
» საზღვარგარეთ დინამიურ განვითარების გარემოში მიღებული გამოცდილება ეხმარება ქართველ ახალგაზრდებს შემქნან საჭირო ინიციატივები საქართველოში პროგრამიდან დაბრუნების შემდგომ.
1. მოკლევადიანი საერთაშორისო გაცვლითი პროგრამა
Global Community Development Program(GCDP)
* ბაკალავრიატის სტუდენტთათვის * ხანგრძლივობა: 6-8 კვირამდე
* პროგრამის განხორციელების პერიოდი: სექტემბერი – დეკემბერი, 2012
2. გრძელვადიანი სტაჟირების პროგრამა
Global Internship Program(GIP)
* ბაკალავრიატის ხარისხის ახალგაზრდისთვის * ხანგრძლივობა: 6-12 თვემდე
* პროგრამის განხორციელების პერიოდი: 2012-2013 წლები
გაითვალისწინეთ: არასრულად შევსებული აპლიკაციები არ განიხილება. სასურველია ვიდეოს გადაღება სადაც აღწერთ თქვენს მოტივაციას (ინგლისურად) რატომ გსურთ აისეკის წევრობა ან გაცვლით პროგრამაში მონაწილეობა. ვიდეოს გადაღება არ არის აუცილებელი, მაგრამ შერჩევის პროცესის დროს უპირატესობა მიენიჭება ვიდეო აპლიკაციებს.
Deadline: 14 October 2012
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://go.aiesec.ge/
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]