ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური კლუბი „რა? სად? როდის?“ 2015 წლის 24 ნოემბერს დააარსეს ილიაუნის სტუდენტებმა.
კლუბის პროექტები გათვლილია ილიაუნის ყველა ფაკულტეტის სტუდენტზე.
საქმიანობის ძირითადი მიმართულებები:
- თამაშის „რა? სად? როდის?“ გაცნობა სტუდენტებისთვის და სამომავლოდ საქართველოს ინტელექტკლუბის მიერ მოწყობილ ჩემპიონატებში მონაწილეობა;
- სასწავლო წლის მიმდინარეობისას გამართული ტურნირები – სტუდენტები ერთმანეთს შეეჯიბრებიან ცოდნაში და გაუწევენ ჯანსაღ კონკურენციას;
- კლუბი საშუალებას იძლევა, მისმა წევრებმა და მოთამაშეებმა მიიღონ მსგავსი ტურნირების დაგეგმვის პარაქტიკა;
- კლუბის მიერ გამართული ჩემპიონატების შეკითხვების თემატიკა ზოგადი იქნება, მოიცავს ილიაუნის ყველა ფაკულტეტის სტუდენტებისთვის საინტერესო სფეროებს და მათ თანაბარ შესაძლებლობას მისცემს წარმატებას მიაღწიონ ამ ჩემპიონატებში.
კლუბის მიზანი:
- ინტელექტუალური თამაშების საშუალებით სტუდენტთა ზოგადი განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობა და ამ პროექტების ორგანიზებით კლუბის წევრებისათვის გამოცდილების მაქსიმალურად გაზრდა;
- კლუბის პროექტების მონაწილე სტუდენტთა მომზადება სხვა შიდასაუნივერსიტეტო თუ უნივერსიტეტთაშორისი ინტელექტუალური თამაშებისთვის;
- მონაწილეთა ზოგადი ცოდნის გაღრმავება;
- სტუდენტების თვითრეალიზაცია ჯანსაღ სოციალურ გარემოში.
კლუბში გაწევრიანების მსურველებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტაზე. კლუბის სიახლეებისა და მოხალისეების საჭიროების შემთხვევაში ინფორმაცია დაიდება ილიაუნის „რა? სად? როდის?“ კლუბის ფეისბუქის გვერდზე Facebook ბმული: https://www.facebook.com/iliarsrclub
კლუბის პრეზიდენტი გოგა გუგავა
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ.: 599 – 00 – 80 – 22
ელფოსტა: rasadrodis@iliauni.edu.ge