ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დისტანციური სწავლების პლატფორმა

დისტანციური სწავლების პლატფორმა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის ეფექტიანობის გაზრდისთვის და სწავლა-სწავლების მხარდასაჭერად ფუნქციონირებს დისტანციური სწავლების პლატფორმა elearning.iliauni.edu.ge. აღნიშნულ ელექტრონულ სასწავლო სისტემას აქტიურად იყენებენ როგორც სტუდენტები, ასევე აკადემიური პერსონალი. პლატფორმა უზრუნველყოფს სასწავლო მასალების განთავსებას, დავალებებისა და ტესტების შექმნასა და შეფასებას, სტუდენტებთან ურთიერთობას და სასწავლო პროცესის მართვას ერთიან ციფრულ სივრცეში.

ელექტრონული სწავლების პლატფორმა ლექტორებსა და მასწავლებლებს სთავაზობს მრავალფეროვან ინსტრუმენტებს კურსის ეფექტიანი მართვისთვის:

  • შეფასების მოქნილი სისტემა: ტესტებისა და დავალებების შექმნა, შეფასება და შედეგების მართვა; სტუდენტებისთვის დეტალური უკუკავშირის მიწოდების შესაძლებლობა;
  • სასწავლო მასალების ადმინისტრირება: საკითხავი ლიტერატურის, მულტიმედიური რესურსებისა და პრეზენტაციების განთავსება; ატვირთული მასალების შენახვა და მათი განმეორებითი გამოყენების შესაძლებლობა მომდევნო სემესტრებში;
  • აკადემიური კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვა: პლატფორმაში ინტეგრირებული Turnitin-ის მოდული ლექტორებს საშუალებას აძლევს, შეამოწმონ სტუდენტების ნაშრომების ტექსტობრივი მსგავსება, რაც ხელს უწყობს აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვას;
  • ინტერაქტიული კომუნიკაცია: სტუდენტებთან ურთიერთობა ფორუმების, შიდა შეტყობინებებისა და ჯგუფური აქტივობების მეშვეობით.

სისტემის გამოყენება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ აკადემიურ და მოწვეულ პერსონალს, რომლებიც ასწავლიან კურსებს სხვადასხვა საფეხურზე საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში. პლატფორმაზე ახალი კურსის დამატების ან არსებულიის გასაააქტიურებლად გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ მისამართზე: elearning@iliauni.edu.ge