ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

განვითარების სამსახური

განვითარების სამსახური

განვითარების სამსახური ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს, ადმინისტრაციულ პერსონალსა და სტუდენტებს დახმარებას უწევს უნივერსიტეტის ინსტიტუციური და კვლევითი განვითარებისთვის დაფინანსების წყაროების მოძიებაში. განვითარების სამსახური ცენტრალიზებული ერთეულია, რომელიც ასევე ხელს უწყობს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორ უნივერსიტეტებში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრატეგიული ინიციატივების გავრცელებას. იგი განიხილება როგორც შუამავალი რგოლი დონორსა და უნივერსიტეტში გრანტების განმახორციელებელ გუნდს შორის.

განვითარების სამსახური დახმარებას უწევს უნივერსიტეტის თანამშრომლებს როგორც გრანტის წერის, ასევე მისი ადმინისტრირების პროცესში. გარდა ამისა, სამსახური უზრუნველყოფს დონორების მიერ გრანტების განხორციელებისთვის განსაზღვრული რეგულაციების დაცვას და აწარმოებს კვლევებს გარე დაფინანსების მიღების შესაძლებლობების დასადგენად.

საპროექტო განაცხადის სამუშაო ვერსიების და ანგარიშების შეფასება და ტექნიკური ხასიათის უკუკავშირი.სამსახურის აქტივობების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით შემდეგ მისამართზე:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
განვითარების სამსახური
E კორპუსი, ოთახი # 106 და 104
ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5
0162, თბილისი, საქართველო
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი: (322) 14 13 55
ელ-ფოსტა: development@iliauni.edu.ge

[wpai_display_imported_files_here]