ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

აბუ დაბის მასდარის სტიპენდიები კურსდამთავრებულ სტუდენტებისთვის

აბუ დაბის მასდარის სტიპენდიები კურსდამთავრებულ სტუდენტებისთვის

აბუ დაბის მასდარის მეცნიერებათა და ტექნოლოგიის ინსტიტუტი აცხადებს განაცხადების მიღებას სრული სტიპენდიების მოსაპოვებლად კურსდამთავრებულ სტუდენტებისათვის.

სტიპენდია მოიცავს:
•სწავლის საფასურის სრულ ანაზღაურებას;
•სახელმძღვანელოებითა და პერსონალური კომპიუტერით მომარაგებას;
•ჯანმრთელობის დაზღვევას;
•საცხოვრებლით უზრუნველყოფას (მასდარის სტუდქალაქში).

აგრეთვე ანაზღაურდება მგზავრობის ხარჯები (ეკონომკლასის საჰაერო ბილეთი);
TOEFL- ისა და GRE გამოცდების ხარჯები (სტუდენტის მასდარის ინსტიტუტში რეგისტრაციისა და ოფიციალური ქვითრების მიღების შემდეგ).

განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 31 იანვარი

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:

www.masdar.ac.ae/Menu/Index.aspx?MenuID=8&CatID=97&mnu=Cat#

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 337
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

[wpai_display_imported_files_here]