ცხადდება სტუდენტებისათვის ევროპული სამაგისტრო პროგრამა ეროვნებათაშორის სავაჭრო სამართალსა და ფინანსებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კრიტერიუმები:
•კანდიდატებს წარჩინებით დამთავრებული უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ბაკალავრიატის კურსი სამართლის, ეკონომიკისა და ბიზნეს-ადმინისტრირების სპეციალობით;
•სავალდებულოა ინგლისური ან ფრანგული ენების სრულფასოვნად ცოდნა;
•კანდიდატებს უნდა ჰქონდეთ ევროპულ ან საერთაშორისო დაწესებულება-ორგანიზაციებში პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილება;
•შესარჩევი კრიტერიუმები მოიცავს მოტივაციას, აკადემიურ კვალიფიკაციებს, ენების სრულყოფილად ფლობას, კვლევით და პროფესიულ გამოცდილებას.
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 31 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
http://www.transnational.deusto.es/emttl/index.html
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობებათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333
ტ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).
[wpai_display_imported_files_here]