ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

საერთაშორისო სამაგისტრო კურსი ,,წყალი და ჯანმრთელობა” 26 ოქტომბერი – 19 ნოემბერი, 2009 წელი

საერთაშორისო სამაგისტრო კურსი ,,წყალი და ჯანმრთელობა” 26 ოქტომბერი – 19 ნოემბერი, 2009 წელი

მაშავის ცენტრი აცხადებს საერთაშორისო სამაგისტრო კურსზე “წყალი და ჯანმრთელობა” კანდიდატების მიღებას. კურსი ჩატარდება ისრაელში რობერტ სმიტის სოფლის მეურნეობის კვებისა და გარემო პირობების ფაკულტეტზე 2009 წლის 26 ოქტომბრიდან 19 ნოემბრის ჩათვლით.

სასწავლო პირობები

•მეცადინეობები ჩატარდება ფაკულტეტის “Rehovot” კემპუსში, სადაც განთავსებულია ლაბორატორიები, მოწინავე კვლევითი მოწყობილობა და სოფლის მეურნეობის მეცნიერების ცენტრალური ბიბლიოთეკა

•სავალდებულოა სრული დასწრება

აუცილებელი პირობები (მოთხოვნები)

პროგრამაზე დასწრების მსურველებს მოეთხოვებათ:

•ბაკალავრის ან უფრო მაღალი ხარისხი გარემო პირობების ბიოლოგიაში, წყლის ინჟინერიაში, სოფლის მეურნეობაში, მედიცინაში, ვეტერინალურ მედიცინაში ან მსგავსს მიმართულებებში

•ინგლისურ ენაში აკადემიური ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან TOEFL-ის 89 ქულა (ინტერნეტზე დაფუძნებული ან საერთაშორისოდ აღიარებული ეკვივალენტი)

•უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი

•ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა

•სარეკომენდაციო წერილი უნივერსიტეტიდან ან სამსახურიდან.

პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საკანონმდებლო პოლიტიკის, წყლის ინჟინერიის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, ვეტერინარიის, ფიზიკის, ლაბორატორიული ტექნიკის, ჯანმრთელობის განათლების, გარემო პირობების, სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურისა და სხვა პროფესიული გამოცდილების მქონე ადამიანებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ვებ გვერდი: http://www.agri.huji.ac.il/external/international.html

ან მიმართეთ უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე: ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333. ტ: 8 77 23 77 18 (ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).

[wpai_display_imported_files_here]