ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

რურის უნივერსიტეტის კვლევითი სკოლის სტიპენდიები ინტერდისციპლინარული კვლევის განხრით PhD ხარისხის მაძიებელთათვის გერმანიაში

რურის უნივერსიტეტის კვლევითი სკოლის სტიპენდიები ინტერდისციპლინარული კვლევის განხრით PhD ხარისხის მაძიებელთათვის გერმანიაში

რურის უნივერსიტეტის კვლევითი სკოლა – გერმანიის მოწინავე ინიციატივა წარმოგიდგენთ 12 PhD გრანტს:

•10 PhD გრანტი რურის ბოქსუმის უნივერსიტეტიდან;

•1 PhD გრანტი “Alfied Krupp von Bohlen und Halbach”-ის ფონდიდან;

•1 PhD გრანტი “Schafersnolte-Gedachtnis – Stiftung”-იდან კიბოს კვლევის განხრით.

კვლევითი სკოლა ხელს უწყობს უმაღლესი სამაგისტრო განათლების მიღებას გერმანიის ქ. რურის ბოქსუმის უნივერსიტეტის ფარგლებში, გთავაზობთ გერმანიაში უნიკალური ინტერდისციპლინარული კვლევების განხორციელების შესაძლებლობას.

გრანტები მოიცავს:

-ყოველთვიურ 1.000 ევროს (მაქსიმუმ 36 თვე);-დამატებით სახარჯო და სამგზავრო თანხას;-სპეციალური უზრუნველყოფის სერვისს უცხოელი სტუდენტებისათვის;-თანამედროვე კვლევითი საშუალებებით უზრუნველყოფას;-დახვეწილ სამეცნიერო პროგრამას;-ტრანსდისციპლინარული მეცნიერების კოლეჯს;-გადაცემადი უნარ-ჩვევების ტრენინგს;-მეთვალყურეობას;-კვალიფიციურ სპეციალისტებთან ერთად მუშაობის ღონისძიებებს;-კარიერის შექმნაში ხელშეწყობას.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2009 წლის 31 ოქტომბერი.

დეტალებს, მიღების პროცედურასთან დაკავშირებით, შეგიძლიათ გაეცნოთ საიტზე: http://www.research-school.rub.de/application

ან მიმართოთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

[wpai_display_imported_files_here]