უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგებს სახვითი ხელოვნების, დიზაინის, კინოს, მუსიკის, არქიტექტურის, ასევე სამსახიობო, სარეჟისორო, ცეკვისა და ქორეოგრაფიის სფეროებიდან, შეუძლიათ განაცხადი შემოიტანონ სტიპენდიაზე, რომელიც ითვალისწინებს სტაჟირებას გერმანიაში მასპინძელ ინსტიტუტთან თანამშრომლობის მიზნით.
სტაჟირების დრო, კანდიდატის სამუშაო პროექტისდა მიხედვით, შეიძლება განისაზღვრებოდეს ერთიდან სამ თვემდე.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ზემოთ ხსენებული ხელოვნების სფეროში მოღვაწე პირებს, რომლებიც სამშობლოში უმაღლეს სასწავლებელში ასწავლიან. მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს კარგად მოფიქრებული და დასაბუთებული სამუშაო პროექტი. DAAD-ს სტიპენდიის მიღება ხელოვანთა სტაჟირების მიზნით შესაძლებელია მხოლოდ სამ წელიწადში ერთხელ.
საბუთების პაკეტი წარმოდგენილ უნდა იქნას სამ ეგზემპლარად (ერთი ორიგინალი (იგულისხმება არა დედანი, არამედ ნათარგმნი და დამოწმებული დოკუმენტი და მისი ორი ასლი).
ფორმულარი ივსება გერმანულ ან ინგლისურ ენაზე. არჩევანი კეთდება იმ ენის სასარგებლოდ, რომელზეც დაგეგმილია კვლევა.
საბუთები ჩაბარებული უნდა იქნას ქვემოთ ჩამოთვლილი თანმიმდევრობის მიხედვით.
•ლურჯი ფორმულარი
•3 ფოტოსურათი (გთხოვთ ჩააკრათ ფოტო სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ადგილას)
•ავტობიოგრაფია (CV)
•სამეცნიერო პუბლიკაციების სია
•კვლევითი პროგრამის დაწვრილებითი აღწერა (Forschungsvorhaben)
•ჩასატარებელი კვლევის დროისა და ადგილის გეგმა
•გერმანელი პროფესორის მოწვევა, რომელიც კონკრეტულად ეხება კვლევით პროგრამას.
•მეცნიერებათა კანდიდატის დიპლომი (თუკი არსებობს) არასრული საბუთები არ განიხილება !
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 30 ოქტომბერი (18:00 სთ.).დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325#Germanistik
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობების სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № 333. ტ: 8 99 21 16 70; 8 77 23 77 18. (ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა).
[wpai_display_imported_files_here]