ამერიკის საელჩო 2010-2011 წლისათვის აცხადებს კონკურს “ფულბრაიტის” პროგრამაზე. “ფულბრაიტის” პროგრამა საშუალებას აძლევს დოქტორის ხარისხის მფლობელ ქართველ მკვლევარებს, უნივერსიტეტის ლექტორებსა და სხვადასხვა აკადემიური დაწესებულებების ექსპერტებს აშშ-ში განახორციელონ 5-10 თვიანი კვლევითი ან სასწავლო პროექტები. კანდიდატები შეირჩევა აშშ-ს საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მიერ.
სასურველი მოთხოვნები:
•კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე;
•კანდიდატი უნდა ფლობდეს ევროპის ან ამერიკის უნივერსიტეტის დოქტორის/მაგისტრის ხარისხს;
•კანდიდატი ბრწყინვალედ უნდა ფლობდეს ინგლისურ ენას (წერა/ზეპირი);
•კანდიდატს უნდა შეეძლოს ამერიკის (J-1) ვიზის აღება;
•გრანტის დასასრულისათვის კანდიდატს უნდა ჰქონდეს დამაკმაყოფილებელი სამედიცინო დასკვნა.
პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა შემდეგ მისამართზე: https://apply.embark.com/student/fulbright/scholars
მხოლოდ არჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ინტერვიუ დეკემბრის თვეში.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაცისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:http://georgia.usembassy.gov/resources/programs/exchange-programs/fulbright-program.html
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)
[wpai_display_imported_files_here]