ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები 2010/2011 სასწავლო წლისათვის

ჩეხეთის მთავრობის სტიპენდიები 2010/2011 სასწავლო წლისათვის

ჩეხეთის მთავრობა სთავაზობს სტუდენტებს 2010/2011 აკადემიური წლისათვის სტიპენდიებს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის პროგრამებზე (ჩეხურ ენაზე) შემდეგი მიმართულებებით:

•ტექნიკა;

•მშენებლობა;

•მედიცინა;

•ეკონომიკა.

შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა გაიარონ ჩეხური ენის ერთწლიანი მოსამზადებელი კურსი.

ასევე სთავაზობს სტიპენდიებს მაგისტრატურისა და დოქტრანტურის პროგრამებზე (ინგლისურ ენაზე) შემდეგი მიმართულებებით:

•ეკონომიკა;

•სოფლის მეურნეობა;

•ინფორმატიკა.

სტიპენდიის მიღების შემდეგ შეუძლებელია სასწავლო პროგრამის, სასწავლო პერიოდის და ა.შ. შეცვლა.

დოკუმენტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2009 წლის 10 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდები:http://www.msmt.cz/international-cooperation-1/government-scholarships-developing-countries http://www.mzv.cz/tbilisi/en/bilateral_relations/index.html

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,

ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18

(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

[wpai_display_imported_files_here]