ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის სტიპენდიები

ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის სტიპენდიები

ესექსის უნივერსიტეტის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი აცხადებს კონკურს ერთწლიანი სტიპენდიების მოსაპოვებლად უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე შემდეგი მიმართულებით:

ადამიანის უფლებები ( პრაქტიკა და თეორია ) MA;

ადამიანის უფლებები და კულტურული განსხვავება MA;

საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალი და ადამიანის უფლებების დაცვა LLM;

საერთაშორისო სამართალი ადამიანის უფლებებში LLM.

ძირითადი მოთხოვნები:

პროგრამაში მონაწილეობის მსურველები უნდა იყვნენ საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები;

უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი შესაბამის დარგში;

უნდა ფლობდნენ ინგლისურ ენას (კონკურსის ფარგლებში საჭირო იქნება ინგლისური ენის ტესტის IELTS ჩაბარება);

არ უნდა ჰქონდეთ მიღებული ფინანსური დახმარება ინგლისის მთავრობისაგან;

არ უნდა იყვნენ საქართველოში დიდი ბრიტანეთის საელჩოს, ბრიტანეთის საბჭოს ან ღია საზოგადოების ინსტიტუტისა და საერთაშორისო განათლების ცენტრის თანამშრომლები;

•სწავლის დამთავრების შემდეგ უნდა დაბრუნდნენ საქართველოში.

ესექსის უნივერსიტეტის სტიპენდიის მოპოვება იწარმოებს კონკურსის საფუძველზე.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 18 იანვარი.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებგვერდებზე:www.essex.ac.uk ; www.sx.ac.uk ; www.essex.ac.uk/hrc ; www.sx.ac.uk/hrc

ან მიმართეთ

უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333, ტელ: 89921 16 70, 877 23 77 18 (ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

[wpai_display_imported_files_here]