კარლ ფრიდრიხ გორდელერის კოლეჯის იწვევს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს 28 ივნისიდან 18 ივლისამდე საზაფხულო აკადემიში თემაზე: აღმოსავლური პარტნიორობა და მთავრობის კარგად მართვა.
კონკურსში მონაწილეობა შეგიძლიათ მიიღოთ, თუ თქვენ ხართ:
•სომხეთის, აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, უკრაინის, ან მოლდავეთის მოქალაქე;
•წარჩინებით დაასრულეთ უმაღლესი სასწავლებელი;
•მიღებული გაქვთ პირველი პროფესიული გამოცდილება საზოგადოებრივ სექტორში;
•გაგაჩნიათ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გრძნობა და ხართ მოწოდებული;
•ხართ მოტივირებული და გაქვთ მიზნები გერმანიასა და ცენტრალურ ევროპაში ყოფნის განმავლობაში;
•ფლობთ საუკეთესოდ გერმანულ და ინგლისურ ენებს.
მგზავრობის, საცხოვრებელი ადგილისა და სემინარების ხარჯები ანაზღაურდება რობერტ ბოშის ფონდის მიერ.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2010 წლის 28 თებერვალი.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
http://www.bosch-stiftung.de/content/language2/html/27687.asp
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი F306
ტელ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)
[wpai_display_imported_files_here]