ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ევროპული კოლეჯის სტიპენდიები ევროპასთან დაახლოებული პოლიტიკის მქონე (ENP) ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებული სტუდენტებისათვის

ევროპული კოლეჯის სტიპენდიები ევროპასთან დაახლოებული პოლიტიკის მქონე (ENP) ქვეყნების უმაღლესი სასწავლებლების კურსდამთავრებული სტუდენტებისათვის

ევროპული კოლეჯი იმედოვნებს უახლოეს მომავალში მოიპოვოს სახსრები, რათა 2010-2011 სასწავლო წლისათვის შესთავაზოს სრული სტიპენდიების არსებითი რაოდენობა (კვებითა და საცხოვრებელი ადგილით უზრუნველყოფის ჩათვლით) ევროპასთან დაახლოებული პოლიტიკის მქონე (ENP) ქვეყნების უნივერსიტეტების კურსდამთავრებულ სტუდენტებს შემდეგი ქვეყნებიდან: ალჟირი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ეგვიპტე, საქართველო, ისრაელი, იორდანია, ლიბანი, ლიბია, მოლდავეთო, მაროკო, პალესტინა, სირია, ტუნისი და უკრაინა.

ამდენად, ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნების უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ბელგიის (ბრუგე) ან პოლონეთის (ვარშავა) კოლეჯში სწავლით, 2010-2011 სასწავლო წლისათვის, ვთხოვთ, გამოგვიგზავნონ განაცხადები მიმღები კომისიის ოფისში.

დაინტერესებულ კანდიდატებს მიღებული უნდა ჰქონდეთ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობა (დიპლომი) ან წარმოადგენდნენ დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს შემდეგ სპეციალობებში:

ბელგიაში სასწავლებლად: ეკონომიკა, სამართალმცოდნეობა, პოლიტიკური მეცნიერებანი და საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპული სწავლებანი, ისტორია.

პოლონეთში სასწავლებლად: სამართალმცოდნეობა, ეკონომიკა, პოლიტიკური მეცნიერებანი, ისტორია, ფილოსოფია და სოციალური მეცნიერებანი, გეოგრაფია, ლინგვისტიკა და ჟურნალისტიკა.

ევროპულ კოლეჯში მისაღებად კანდიდატს უნდა ჰქონდეს ბოლონიის პროცესთან შესაბამისობაში მყოფი სამაგისტრო ხარისხი, პრებოლონიურ ხარისხთან გათანაბრებული დიპლომი ან სრულფასოვანი უმაღლესი განათლება (მინიმუმ 240 კრედიტის დაგროვებით) ევროპულ კოლეჯში გასავლელ ერთ-ერთ ზემოთ ჩამოთვლილ სპეციალობაში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ აგრეთვე ბაკალავრის ხარისხის მქონე სტუდენტებსაც (180 კრედიტი) იმ პირობით, თუ ისინი მოახერხებენ მაღალი კვალიფიკაციის დემონსტრირებას სასურველ სასწავლო პროგრამაში. კანდიდატის პროგრამასთან შესაბამისობა განისაზღვრება შეფასების ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გამოგზავნონ სწორად შევსებული სააპლიკაციო ფორმა ევროპული კოლეჯის მიმღებ ოფისში მეილზე: admissions@coleurop.be.
კოლეჯში სწავლების ენებია ინგლისური და ფრანგული. ორივე ენის სრულფასოვნად ფლობა წარმოადგენს კოლეჯში მიღების უმნიშვნელოვანეს პირობას. სავალდებულოა ორივე ენის საერთო ევროპული სტანდარტებით დადგენილი ენობრივი შკალით განსაზღვრულ მინიმუმ B2 დონეზე ცოდნა. ეკონომიკური და დიპლომატია-საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებისათვის გათვალისწინებულია დამატებითი ენობრივი კრიტერიუმები, რომელთა გაცნობაც შესაძლებელია შემდეგი ბმულის გამოყენებით:
http://www.coleurope.eu/template.asp?pagename=admislang

კონკურსის შედეგად წინასწარ შერჩეული კანდიდატები დაბარებულნი იქნებიან გასაუბრებაზე კოლეჯის მიმღები კომისიის ოფისის მათსავე სამშობლოში არსებულ ფილიალში. ასეთის არარსებობის შემთხვევაში კანდიდატი გასაუბრებას გაივლის უშუალოდ კოლეჯის მიმღებ კომისიასთან (ბელგია ან პოლონეთი).

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 აპრილი.

სტიპენდიებზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
http://www.coleurope.eu/template.asp?pagename=admisscholar_ENPR
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი № F 306
ტ: 899 21 16 70
(ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)

[wpai_display_imported_files_here]