ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სლოვაკეთის რესპუბლიკის სამაგისტრო პროგრამები საქართველოს მოქალაქეებისთვის

სლოვაკეთის რესპუბლიკის სამაგისტრო პროგრამები საქართველოს მოქალაქეებისთვის

სლოვაკეთის რესპუბლიკის მთავრობამ საქართველოს მოქალაქეებს გამოუყო ერთი სტიპენდია 2010-2011 აკადემიური წლისათვის უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე-სამაგისტრო პროგრამებზე სასწავლებლად.

სტიპენდია გამოყოფილია შემდეგ სპეციალობებზე სასწავლებლად:
•მასწავლებელთა მომზადება და პედაგოგიური მეცნიერებები (Teacher Training and Education Science);
•სოციალური და ბიჰევიორისტული მეცნიერებები (Social and Behavioral Science);
•ეკოლოგია და გარემოს დაცვა (Ecological and Environmental Sciences);
•სოფლის მეურნეობა (Agriculture);
•მეტყევეობა (Forestry);
•წყლის რესურსების მენეჯმენტი (Water Resource Management);
•ჯანდაცვა (Non-Medical Health Sciences);
სტიპენდია ითვალისწინებს სწავლას სლოვაკეთის საჯარო უნივერსიტეტებში სლოვაკურ ენაზე.

სლოვაკეთის მთავრობის მიერ გამოყოფილი სტიპენდია მოიცავს:
•ყოველთვიურ გრანტს (280 ევრო);
•სტუდენტურ საერთო საცხოვრებელსა და სასადილოში იმავე პირობებით სარგებლობას, რითაც სლოვაკეთის მოქალაქეები სარგებლობენ;
•სწავლას შერჩეულ საჯარო უმაღლეს სასწავლებელში, იმავე პირობებით, რომელიც განსაზღვრულია სლოვაკეთის მოქალაქეთათვის შესაბამისი უნივერსიტეტის დებულებით;
•სტიპენდიას სლოვაკური ენის ერთწლიანი მოსამზადებელი კურსებისათვის.

სტიპენდიანტი თავად ფარავს მგზავრობის ხარჯებს.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საქმეთა დეპარტამენტის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220
ტელ: 822 29 47 11

 

[wpai_display_imported_files_here]