ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტიპენდიები იუნესკოს პროგრამული პრიორიტეტების (2010-2011) მხარდასაჭერად

სტიპენდიები იუნესკოს პროგრამული პრიორიტეტების (2010-2011) მხარდასაჭერად

სტიპენდია საშუალებას აძლევს კანდიდატებს გაიარონ ტრეინინგი, აწარმოონ კვლევა, გაიუმჯობესონ პროფესიული უნარ-ჩვევები, დაესწრონ სპეციალიზირებულ პროფესიული განვითარების კურსებს მათ მიერ შერჩეულ საგანმანათლებლო თუ კვლევით დაწესებულებაში (რეკომენდირებულია იმავე რეგიონიდან სადაც კანდიდატი ცხოვრობს).
პრიორიტეტი ენიჭებათ ქალებს და განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლებს.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საუნივერსიტეტო განათლება – მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი (BA; BSc)
ასაკი არაუმეტეს 45 წელი
სფეროები, რომელთა არჩევაც აპლიკანტებს შეუძლიათ წარმოადგენენ იუნესკოს სტრატეგიულ პრიორიტეტულ დარგებს, კერძოდ:
•განათლება;
•საბუნებისმეტყველო მეცნიერებები;
•სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები;
•კულტურა;
•კომუნიკაციები და ინფორმაცია.

სტიპენდიის ხანგრძლივობა შეადგენს 1- 6 თვეს (2010 წლის 1 სექტემბრიდან 2011 წლის 31 დეკემბრამდე.

სტიპენდია მოიცავს:
•საერთაშორისო და შიდა მგზავრობის ხარჯებს;
•სწავლების გადასახადს;
•ცხოვრების ხარჯებს.

მაქსიმალური მოთხოვნილი თანხა შეიძლება იყოს 15 000 აშშ დოლარი.
სტიპენდიის მოპოვების მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:
•შევსებული სააპლიკაციო ფორმა;
•სწავლის/კვლევის დეტალური გეგმა;
•უნივერსიტეტის დიპლომის დამოწმებული ასლი დანართთან ერთად;
•მოწვევის წერილი მიმღები დაწესებულებიდან;
•რეალისტური ბიუჯეტი, სადაც გათვალისწინებულია მგზავრობის, ცხოვრების, სწავლის, წიგნების ხარჯები;
•ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა.

იუნესკოში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 აპრილი.
კანდიდატები წარდგენილნი უნდა იქნენ იუნესკოს საქართველოს ეროვნული კომისიის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის – ცენტრის,
სტიპენდიების, დასაქმებისა და დაბინავების განყოფილებას მისამართზე:
ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,
ტელ: 822 29 47 11

 

 

[wpai_display_imported_files_here]