ინგლისის იორკის წმ. ჯონის უნივერსიტეტი აცხადებს სტიპენდიის პროგრამას. დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ ან უმოკლეს ვადებში უნდა იღებდნენ შესაბამის სამეცნიერო (მაგისტრის) ხარისხს. კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გააგზავნონ სამუშაო გეგმის მონახაზი ქვემოთჩამოთვლილ მიმართულებებში:
• კინოფილმი: თეორია/ანალიზი/განხორციელება;
• თეატრი და სამსახიობო ხელოვნება: თეორია/ანალიზი/დადგმა/;
• ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავება „Lingua Franca in TESOL’’;
• შემოქმედებითობა და განათლება;
• ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის სათანადო საინფორმაციო კონსულტაციის გაწევა.
სტიპენდია სრულად აანაზღაურებს სასწავლო და პირველადი საჭიროების ხარჯებს, ყოველწლიურად 13.800 ევროს ოდენობით. სტიპენდიების გაცემა დაიწყება 2010 წლის 1 ოქტომბრიდან.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 16 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]