კლიმატური ცვლილებების საერთაშორისო შიდასამთავრობო სექცია (IPCC) აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას. პროგრამის ფაგრლებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მსოფლიოს კრიტიკულ რეგიონებში კლიმატური ცვლილებების შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე კვლევითი საქმიანობის შესწავლა – განხორციელებას.
მთელ რიგ სხვა საკითხებთან ერთად პროგრამა მოიცავს შემდეგ ძირითად თემებს:
• სოფლის მეურნეობისა და კვების უსაფრთხოება;
• ტრანსპორტი და ადამიანთა დასახლებები;
• ენერგო და წყლის რესურსები;
• ექსტრემალური მოვლენები და ბუნებრივი კატაკლიზმები;
• ჯანმრთელობა და ადამიანთა კეთილდღეობა;
• კლიმატური ცვლილების მეცნიერების საფუძვლები;
• კლიმატური ცვლილების ზეგავლენა საზღვაო ეკოსისტემებზე, წყლის რესურსებზე, ჯანმრთელობასა და სოფლის მეურნეობაზე;
• კლიმატურ ცვლილებებთან დაკავშირებული კატასტროფები და ა.შ.
აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა ერთწლიანია და მოიცავს საცხოვრებელი ხარჯების სრულად ანაზღაურებას, ხოლო გამონაკლის შემთხვევებში სასწავლო გადასახადის დაფარვას.
დაინტერესებული კანდიდატები უნდა წარმოადგენდნენ განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებს, მათი ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს და უნდა ფლობდნენ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს პროგრამით გათვალისწინებულ ან მსგავს სფეროებში.
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 31 ივლისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]