ერასმუს მუნდუსის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა კომპიუტერულ მეცნიერებებში მინიმუმ ბაკალავრის ხარისხის მფლობელ სტუდენტებს საერთაშორისო მასშტაბით სთავაზობს ორ–წლიანი სამაგისტრო კურსის გავლას და მაგისტრის ორმაგი ხარისხის მოპოვებას სპეციალობაში „კომპიუტერული მოდელირებები მეცნიერებისა და საინჟინრო ტექნოლოგიებისათვის“. პროგრამის მონაწილე სტუდენტი სამაგისტრო სასწავლო კურსის პირველ წელს გაივლის პროგრამაში მონაწილე 4 უმაღლესი სასწავლებლიდან ერთ–ერთ, ხოლო მეორე წელს სხვა უმაღლეს სასწავლებელში, რის შედეგადაც მოიპოვებს მაგისტრის ორმაგ ხარისხს.
პროგრამაში მონაწილე უნივერსიტეტებია: შვედეთის ტექნოლოგიების სამეფო ინსტიტუტი (KTH), გერმანიის ბერლინის ტექნიკური უნივერსიტეტი, ნიდერლანდების დელტის ტექნიკური უნივერსიტეტი და გერმანიის ერლანგენ–ნიუნბერგის ფრიდრიხ ალექსანდერის უნივერსიტეტი. სავალდებულოა, სტუდენტმა სასწავლო კურსი გაიაროს ჩამოთვლილთაგან 2 უმაღლეს სასწავლებელში მაინც.
პროგრამის ფარგლებში არაევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია ე.წ. A კატეგორიის სტიპენდიების მიკუთვნება, რომლებითაც ანაზღაურდება:
1. მგზავრობისა და დაბინავების ხარჯები 2 წლის განმავლობაში 8000 ევროს ოდენობით;
2. მონაწილეობის ხარჯები (დაზღვევის ჩათვლით) სემესტრულად 2000 ევროს ოდენობით;
3. ყოველთვიური სტიპენდია 1000 ევროს ოდენობით.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა, რომელთაც წარსულში არ უსარგებლიათ ერასმუს მუნდუსის სასტიპენდიო პროგრამით, ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სწორად დამოწმებული ბაკალავრის დიპლომის ასლი მშობლიურ ენაზე ინგლისურ თარგმანთან ერთად;
• მშობლიურ უნივერსიტეტში გავლილი ყველა სასწავლო კურსის დასახელება თითოეულში მიღებულ შეფასებებთან ერთად (ნიშნების სრული ფურცლის დამოწმებული ასლი მშობლიურ ენაზე ინგლისური თარგმანითურთ);
• ინგლისური ენის სრულფასოვნად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
• არსებობის შემთხვევაში, მაგისტრატურაში ჩასაბარებლად სავალდებულო (GRE) გამოცდაში მიღებული შეფასებები (კომპიუტერული მეცნიერებებისა ან მათემატიკის მიმართულებით);
• აკადემიური მოღვაწეობის სრული აღწერის შემცველი რეზიუმე (CV);
• სრულყოფილი სამოტივაციო წერილი, სადაც მითითებული იქნება თუ რატომ ირჩევს სტუდენტი კონკრეტულ სასწავლო კურსს, დასამუშავებელი სამაგისტრო ნაშრომის მოკლე აღწერას და ა.შ.;
• პირადობის მოწმობის ასლი ინგლისურ ენაზე;
• ორი სარეკომენდაციო წერილი განსაკუთრებით წარჩინებული უმაღლესი სასწავლებლის 2 პროფესორისაგან.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 30 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]