ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ავსტრიული სტიპენდიები 2011-2012 სასწავლო წლისათვის

ავსტრიული სტიპენდიები 2011-2012 სასწავლო წლისათვის

1. ერნსტ მახის სახელობის სტიპენდია სტუდენტებისთვის, რომელთაც სურთ სწავლა გააგრძელონ ავსტრიის საგნობრივ უმაღლეს სასწავლებლებში – Ernst Mach-Stipendium für Studierende aus außereuropäischen Ländern zum Studium an einer österreichischen Fachhochschule (fulltime)

სტიპენდია განკუთვნილია საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების, ჰუმანური მედიცინის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის, სოციალური, სამართლისა და ეკონომიკური მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და თეოლოგიის სფეროს წარმომადგენლებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრის საფეხურის სტუდენტებს, რომელთაც წარმატებით დაასრულეს მინიმუმ 4 სემესტრი.

პროგრამის ხანგრძლივობა: 4-დან 9 თვემდე.

ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 940 ევროს
ასაკობრივი ზღვარი: 35 წელი (დაბ. 1974 წლის 1 ოქტომბერს ან შემდგომ)
სამუშაო ენა: გერმანული ან ინგლისური
სტიპენდიატს (საქართველოდან) შეუძლია მოითხოვოს დამატებითი დაფინანსება სამგზავრო ხარჯების დასაფარად.
კანდიდატების შერჩევა ხდება ვენაში, ექსპერტთა კომისიის მიერ.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2011 წ.1 მარტი
განაცხადები მიიღება online www.scholarships.at
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
– უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკას (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5
H 116, ტელ.: 225085 ან 105913)
– OeAD-GmbH: Mag. Nikos Kahovec (e-mail: nikos.kahovec@oead.at)
http://www.oead.at

2. ერნსტ მახის სახელობის საერთაშორისო სტიპენდია – Ernst Mach-Stipendium-weltweit

სტიპენდია განკუთვნილია საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების, ჰუმანური და ვეტერინარული მედიცინის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის, სოციალური, სამართლისა და ეკონომიკური მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და თეოლოგიის, სახელოვნებო განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
a) უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს (BA+MA)
b) პოსტდოქტორანტებს

პროგრამის ხანგრძლივობა: 1-დან 9 თვემდე.

ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს
ა) უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისათვის (BA+MA): 940 ევროს,
ბ) პოსტდოქტორანტებისათვის (30 წელზე მაღალი ასაკის მქონე პირებისათვის): 1 040 ევროს.

ასაკობრივი ზღვარი: 35 წელი (დაბ. 1974 წლის 1 ოქტომბერს ან შემდგომ)
სამუშაო ენა: გერმანული ან ინგლისური ენა
სტიპენდიატს (საქართველოდან) შეუძლია მოითხოვოს დამატებითი დაფინანსება სამგზავრო ხარჯების დასაფარად.
კანდიდატების შერჩევა ხდება ვენაში, ექსპერტთა კომისიის მიერ.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2011 წ.1 მარტი
განაცხადები მიიღება online www.scholarships.at
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
– უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკას (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5
H 116, ტელ.: 225085 ან 105913)
– OeAD-GmbH:Mag. Nikos Kahovec (e-mail: nikos.kahovec@oead.at)
http://www.oead.at

3. ფრანც ვერფელის სახელობის სტიპენდია უნივერსიტეტის ახალგაზრდა მასწავლებლებისთვის, რომლებიც ასწავლიან გერმანულ ენას ან ავსტრიულ ლიტერატურას -Franz Werfel-Stipendium für junge Universitätslehrer/innen der deutschen Sprache und österreichischen Literatur

სტიპენდია განკუთვნილია ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და თეოლოგიის, ენათმეცნიერებისა და ლიტერატურათმცოდნეობის სფეროს წარმომადგენლებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს (BA+MA), პოსტდოქტორანტებს და ახალგაზრდა მეცნიერებს

პროგრამის ხანგრძლივობა: 4-დან 9 თვემდე.

ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 1040 ევროს.
სტიპენდიატს წიგნების შესაძენად ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი თანხა 93 ევროს ოდენობით.
სტიპენდიატი პირველი თვის სტიპენდიასთან ერთად მიიღებს დანამატს 730 ევროს ოდენობით სამგზავრო ხარჯების დასაფარად.
ასაკობრივი ზღვარი: 35 წელი (დაბ. 1974 წლის 1 ოქტომბერს ან შემდგომ)
სტიპენდიის ფარგლებში ჩატარებული კვლევითი საქმიანობის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტიპენდიატს უფლება აქვს მოითხოვოს სტიპენდიის გაგრძელება (საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს).
მინიმუმ 12 თვიანი საქმიანობის შემდეგ ფრანც ვერფელის სასტიპენდიო პროგრამების დირექტორი სამეცნიერო დარგში სტიპენდიატის სამეცნიერო ხელმძღვანელთან შეთანხმებით გადაწყვეტს, გაგრძელდეს თუ არა  სტიპენდიატთან შემდგომი თანამშრომლობა, რაც ითვალისწინებს:
– მიწვევას წელიწადში ერთხელ ლიტერატურულ სიმპოზიუმებში მონაწილეობის მისაღებად და მასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვას;
– ერთთვიან კვლევით სტიპენდიას ყოველ სამ წელიწადში ერთხელ;
–  აბონემენტს ერთ სამეცნიერო ჟურნალზე გერმანისტიკის დარგში;
–  დაფინანსებას პუბლიკაციებისათვის.

კანდიდატების შერჩევა ხდება ვენაში, ექსპერტთა კომისიის მიერ.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2011 წ.1 მარტი
განაცხადები მიიღება online www.scholarships.at
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
– უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკას (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5
H 116, ტელ.: 225085 ან 105913)
–  Zentrum für Internationale Kooperation & Mobilität (ICM) der OeAD-GmbH
Dr. Lydia Skarits
A-1090 Wien, Alserstraße 4/1/14/1
Tel.: 01/4277-28189
Fax: 01/4277-28194
e-mail: lydia.skarits@oead.at

4. სტიპენდია ”MONDI Austrian Student Scholarship”

”Mondi Austria” კერძო ფონდია, რომელიც ავსტრიის აკადემიურ გაცვლით სამსახურთან ერთად ეხმარება ნიჭიერ ახალგაზრდებს აფრიკის, აზიის, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან და ავსტრიიდან და აფინანსებს მათ სწავლას ავსტრიის უნივერსიტეტებსა და საგნობრივ უმაღლეს სასწავლებლებში(პრიორიტეტი ენიჭება ტექნიკურ, საბუნებისმეტყველო და ეკონომიკურ მეცნიერებებს).
სტიპენდია გულისხმობს  სრული საუნივერსიტეტო განათლების მთლიან დაფინანსებას იმ ახალგაზრდებისათვის, რომელთაც
–    განსაკუთრებული წარმატებით დაასრულეს სწავლის ყველა წინა ეტაპი;
–    აკმაყოფილებენ ავსტრიის უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვის ყველა მოთხოვნას და შეუძლიათ წარმოადგინონ შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
–    ჯერ არ დაუწყიათ სწავლა არც ერთ ავსტრიულ უნივერსიტეტსა თუ სხვა უმაღლეს სასწავლებელში;
–    სურთ გაიარონ უმაღლესი განათლების სრული კურსი ავსტრიაში და მიიღონ ავსტრიული დიპლომი.
ასაკობრივი ზღვარია 23 წელი
განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2011 წ. 31 მაისი
განაცხადი უნდა გაგიგზავნოს ქვემოთ მითითებულ მისამართზე:
MONDI AUSTRIA PRIVATE FOUNDATION (www.mondigroup.com)
Kelsenstrasse 7
A-1032 Wien, Österreich, Europa
Frau Gertraud Max
T +43 1 790 13 4002
F + 43 1 790 13 961
Email: gertraud.max@mondigroup.com or austria-student-scholarship@mondigroup.com

5. ავსტრიის რესპუბლიკის სასტიპენდიო ფონდის სტიპენდიები ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებისა და უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისათვის – Stipendium der Stipendienstiftung der Republik Österreich für Undergraduates, Graduates und Postgraduates
სტიპენდია განკუთვნილია საბუნებისმეტყველო და ტექნიკური მეცნიერებების, ჰუმანური და ვეტერინარული მედიცინის, სოფლისა და სატყეო მეურნეობის, სოციალური, სამართლისა და ეკონომიკური მეცნიერებების, ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და თეოლოგიის, სახელოვნებო განათლების სფეროს წარმომადგენლებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
ა) უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს (BA+MA)/ დოქტორანტებს
ბ) ბაკალავრისა და მაგისტრატურის სტუდენტებს

პროგრამის ხანგრძლივობა: 4 თვე

ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს
ა) უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისათვის (BA+MA)/დოქტორანტებისთვის
1 040 ევროს;
ბ) ბაკალავრის ან მაგისტრატურის სტუდენტებისათვის 940 ევროს.

სტიპენდიატს (საქართველოდან) შეუძლია მოითხოვოს დამატებითი დაფინანსება სამგზავრო ხარჯების დასაფარად, არაუმეტეს 500 ევრო.
განაცხადის მიღების ვადებია 2011 წ.1 მარტი და 1 სექტემბერი.

გაიცემა ორი კატეგორიის კვლევითი სტიპენდია სტუდენტებისთვის, რომლებიც არიან
–  სამხედრო ტყვეების ან ფაშისტური რეჟიმის პირობებში იძულებით მომუშავე პირთა შთამომავლები
ან
–  იმ ქვეყნის მოქალაქეები, რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა ნაცისტური რეჟიმის  დროს.
I კატეგორია: კვლევითი სტიპენდიები სადიპლომო ან სამაგისტრო ნაშრომზე მომუშავე სტუდენტებისათვის
II კატეგორია: კვლევითი სტიპენდიები დოქტორანტებისათვის
 
სტიპენდიები გაიცემა ავსტრიის სამეცნიერო დაწესებულებებში(მაგ., უნივერსიტეტებში, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიაში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, სახელმწიფო არქივში) კვლევითი სამუშაოების ჩატარების მხარდაჭერის მიზნით.
სტიპენდიები არ გაიცემა საზაფხულო კურსების, ენის შემსწავლელი კურსების, პრაქტიკის და.ა.შ. დასაფინანსებლად.

კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს:
-სრულად შევსებული online-ფორმულარი, რომელშიც შედის ავტობიოგრაფიული მონაცემები, სასწავლო ან საკვლევი გეგმა, რაც ცხადყოფს, რის გაკეთებას გეგმავს სტიპენდიატი ავსტრიაში ყოფნისას და რა წინასწარი სამუშაოები აქვს მას ჩატარებული.
– ორი სარეკომენდაციო წერილი თავისი  უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისაგან, რომლებიც წერილობით დაადასტურებენ კონკურსანტის ავსტრიაში წასვლის საჭიროებას. სარეკომენდაციო წერილები სკანირებული (PDF-File) ფორმით უნდა დაერთოს online-ფორმულარს.
-გერმანული ან ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი, იმის მიხედვით, თუ რომელს ირჩევს სამუშო ენად სტიპენდიატი ავსტრიაში ყოფნის დროს. სერტიფიკატი სკანირებული (PDF-File) ფორმით უნდა დაერთოს online-ფორმულარს;
– კონკურსანტი ვალდებულია თავისი სამუშაო გეგმა, ასევე, ზემოთ მითითებული ორი სარეკომენდაციო წერილი და ფორმულარი ”Betreuungszusage” (სარეკომენდაციო ანკეტა, რომელიც ივსება ავსტრიელი პროფესორის მიერ) წინასწარ გადაუგზავნოს შესაბამის პირს). შევსებული და ხელმოწერილი ანკეტა, რომელიც ადასტურებს ავსტრიელი პროფესორის მზადყოფნას, ხელმძღვანელობა გაუწიოს სტიპენდიატის საქმიანობას ავსტრიაში ყოფნის პერიოდში, კონკურსანტმა სკანირებული (PDF-File) ფორმით უნდა დაურთოს online-ფორმულარს;
–  online-ფორმულარს სკანირებული (PDF-File) ფორმით უნდა დაერთოს უნივერსიტეტის მიერ გაცემული ოფიციალური ცნობა, რომელიც დაადასტურებს, რომ კონკურსანტი ნამდვილად სწავლობს აღნიშნული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრის, სამაგისტრო თუ დოქტურანტურის  ფაკულტეტზე;
– სამხედრო ტყვეების/იძულებით მომუშავე პირთა შთამომავლებმა შესაბამისი დოკუმენტის ასლი სკანირებული (PDF-File) ფორმით უნდა დაურთონ online-ფორმულარს.
ასაკობრივი ზღვარი: დოქტორანტებისათვის 40 წელი (თუ განაცხადი შედის 2010 წ. 1 სექტემბერს, კონკურსანტი დაბადებული უნდა იყოს 1970 წლის 1 სექტემბერს ან შემდგომ)
სხვა კონკურსანტებისათვის: 35 წელი (თუ განაცხადი შედის 2010 წ. 1 სექტემბერს, კონკურსანტი დაბადებული უნდა იყოს 1975 წლის 1 სექტემბერს ან შემდგომ)
განაცხადი უნდა  გადაიგზავნოს მითითებულ დღეს, ONLINE, არა უგვიანეს 23 სთ 59 წთ.-ისა. სხვა შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

კანდიდატების შერჩევა ხდება ვენაში, ექსპერტთა კომისიის მიერ.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
– უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკას (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5
H 116, ტელ.: 225085 ან 105913)
– Heike Kernbauer (heike.kernbauer@oead.at)

6. რიჰარდ პლაშკას სახელობის სტიპენდია – Richard Plaschka-Stipendium
სტიპენდია განკუთვნილია ჰუმანიტარული მეცნიერებებისა და თეოლოგიის, ენათმეცნიერების, ლიტერტურათმცოდნეობისა და ისტორიული მეცნიერებების წარმომადგენლებისათვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ
a) უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს (BA+MA)
b) პოსტდოქტორანტებსა და მეცნიერებს

პროგრამის ხანგრძლივობა: 4-დან 9 თვემდე.

ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 1040 ევროს.
სტიპენდიატს წიგნების შესაძენად ყოველთვიურად გამოეყოფა დამატებითი თანხა 93 ევროს ოდენობით.
სტიპენდიატი პირველი თვის სტიპენდიასთან ერთად მიიღებს დანამატს 730 ევროს ოდენობით სამგზავრო ხარჯების დასაფარად.
სტიპენდიის ფარგლებში ჩატარებული კვლევითი საქმიანობის წარმატებით დასრულების შემთხვევაში სტიპენდიატს უფლება აქვს მოითხოვოს სტიპენდიის გაგრძელება (საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 18 თვეს).
მინიმუმ 9 თვიანი საქმიანობის შემდეგ რიჰარდ პლაშკას ფონდის კომისია გადაწყვეტს, გაგრძელდეს თუ არა  სტიპენდიატთან შემდგომი თანამშრომლობა, რაც ითვალისწინებს:
– მიწვევას წელიწადში ერთხელ ისტორიული თემატიკის სიმპოზიუმებში მონაწილეობის მისაღებად და მასთან დაკავშირებული ხარჯების სრულად დაფარვას;
– ერთთვიან კვლევით სტიპენდიას ყოველ სამ წელიწადში ერთხელ;
–  აბონემენტს ერთ ისტორიულ სამეცნიერო ჟურნალზე;
– სადისერტაციო სტიპენდიას;
–  დაფინანსებას პუბლიკაციებისათვის.

კანდიდატების შერჩევა ხდება ვენაში, რიჰარდ პლაშკას ფონდის კომისიის მიერ წარმოდგენილი  წერილობითი დოკუმენტაციის საფუძველზე.
 
ასაკობრივი ზღვარი განსაზღვრული არ არის
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2011 წ.1 მარტი
განაცხადები მიიღება online www.scholarships.at
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
– უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკას (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5
H 116, ტელ.: 225085 ან 105913)

დაწვრილებითი ინფორმაციები ავსტრიულ სტიპენდიებთან დაკავშირებით იხილეთ: http://www.oead.ac.at/fileadmin/oead_zentrale/go_international/postgraduates/hinweise.pdf

[wpai_display_imported_files_here]