ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა ”გლობალური სწავლებანი – ევროპული პერსპექტივა”

ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა ”გლობალური სწავლებანი – ევროპული პერსპექტივა”

პროგრამა ”გლობალური სწავლებანი – ევროპული პერსპექტივა” წარმოადგენს ინტერდისციპლინარულ, კვლევებზე დაფუძნებულ სამაგისტრო პროგრამას და მოიცავს ოთხ ევროპულ უნივერსიტეტს:

•    ლონდონის ეკონომიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლა;
•    ლაიფციგის უნივერსიტეტი;
•    ვენის უნივერსიტეტი;
•    ვროკლავის უნივერსიტეტი (პოლონეთი).

ევროპული კომისია აფინანსებს ზემოთ ხსენებულ კურსს ე.წ. საქველმოქმედო გრანტისა  და მობილობის პროექტის ფარგლებში.

პროგრამა ორ წლიანია და მოიცავს ოთხ სემესტრს: ორი ზამთრის და ორი ზაფხულის სემესტრი.

ერასმუს მუნდუსის სტიპენდიებზე განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 1 დეკემბერი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]