ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

შვედეთის უფსალას უნივერსიტეტის სტიპენდიები სამართალმცოდნეობაში

შვედეთის უფსალას უნივერსიტეტის სტიპენდიები სამართალმცოდნეობაში

შვედეთის უფსალას უნივერსიტეტი აცხადებს სადოქტორო სტიპენდიების პროგრამას სამართალცოდნეობის მიმართულებით. სასწავლო კურსის გასავლელად გამოყოფილია ოთხი სტიპენდია. პროგრამის ფარგლებში კანდიდატს ევალება სადოქტორო კვლევის განხორციელება სამართალმცოდნეობაში.

საჭირო დოკუმენტები:
•    ორი სააპლიკაციო ფორმა;
•    ხელმოწერილი და დამოწმებული რეზიუმე (CV);
•    აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
•    პროექტის აღწერა (შესრულების ვადები, ნაშრომის თეზისები).

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტაცია თარგმნილი უნდა იყოს ინგლისურ ან შვედურ ენაზე.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 მარტი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]