ცხადდება ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა საშემსრულებლო ხელოვნებების მიმართულებით. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის ყველა სტუდენტს. პროგრამა დაიწყება 2011 წლის შემოდგომაზე და აერთიანებს ისეთ წამყვან უმაღლეს სასწავლებლებს, როგორიცაა: დიდი ბრიტანეთის ვარვიკის უნივერსიტეტი; ნიდერლანდების სამეფოს ამსტერდამის უნივერსიტეტი; სერბეთის ბელგრადის ხელოვნებათა უნივერსიტეტი და ფინეთის ჰელსინკის უნივერსიტეტი.
მოთხოვები:
• კანდიდატი უნდა იყოს მინიმუმ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
• უპირატესობად ჩაითვლება სამსახიობო, თეატრალური ხელმძღვანელის, მოცეკვავის, ქორეოგრაფის ან კურატორის გამოცდილება.
პროგრამის ხანგრძლივობა: 16 თვე.
მესამე ქვეყნის სტუდენტებისათვის განკუთვნილია A, გამონაკლის შემთხვევებში B კატეგორიის სტიპენდიები. A კატეგორიის სტიპენდია შეადგენს 36.000 ევროს, ხოლო B კატეგორიის სტიპენდია – 14.000 ევროს.
საჭირო საბუთები:
• სამოტივაციო წერილი;
• ორი სარეკომენდაციო წერილი;
• ნიშნების ფურცლის დამოწმებული და ინგლისურ ენაზე ნათარგმნი ასლები;
• ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი;
• პირადობის მოწმობის ასლი.
ელექტრონული განაცხადის საფასურია 30 ევრო.
განაცხადის ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 4 იანვარი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]