ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები

ჩინეთის მთავრობის სტიპენდიები

ჩინეთის საგანმანათლებლო ცენტრი CUCAS აცხადებს მთავრობის სტიპენდიების პროგრამას. პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ ბაკალავრის, მაგისტრისა და დოქტორის ხარისხის მფლობელ კანდიდატებს, ასევე დოქტორანტურის სტუდენტებს. საუნივერსიტეტო სტიპენდიების ყოველთვიური ოდენობა შეადგენს 1000 აშშ დოლარს, ხოლო წარჩინებულ სტუდენტთა სტიპენდიების თვიური ოდენობა 2000 აშშ დოლარს.

პროგრამით დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:

•    სააპლიკაციო ფორმა;
•    ჩინეთის უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია ან СUCAS-ის ცენტრში ონლაინ რეგისტრაციის შედეგად მიღებული წევრის სტატუსი;
•    დიპლომისა და შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ინგლისურ ან ჩინურ ენაზე  ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი;
•    ინგლისურ ან ჩინურ ენაზე შედგენილი სასწავლო გეგმის ან კვლევითი ნაშრომის თეზისები;
•    ორი სრული ან ასისტენტ – პროფესორის სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ან ჩინურ ენაზე;
•    ჯანმრთელობის ცნობა.

გაზაფხულის სემესტრისათვის განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 30 იანვარი.
შემოდგომის სემესტრისათვის განაცხადის გგზვანის ბოლო ვადაა 2011 წლის 20 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]