ტალინის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გთავაზობთ მრავალ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამას ინგლისურ ენაზე, მათ შორის რამდენიმე პროგრამაზე სწავლა სრულიად უფასოა და ასევე შესაძლებელია სტიპენდიების მოპოვებაც.
ამჟამად მიღება მიმდინარეობს შემდეგ 14 პროგრამაზე, ესენია:
ბაკალავრიატი ინგლისურ ენაზე (3 წელი, 180 კრედიტი):
1. საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება(ერთი წელი და ხუთი თვე სწავლა რუსულ ენაზე, ერთი წელი და ხუთი თვე სწავლა ინგლისურ ენაზე);
2. საერთაშორისო ურთიერთობები(როგორც ინგლისურად,ასევე რუსულად);
3. სამართალი.
მაგისტრატურა ინგლისურ ენაზე (2 წელი, 120 კრედიტი):
1. საერთაშორისო ბიზნესის ადმინისტრირება(MBA);
2. საერთაშორისო ურთიერთობები და ევროპათმცოდნეობა(როგორც ინგლისურად, ასევე რუსულად);
3. სამართალი;
4. ტექნოლოგიის მართვა*;
5. კიბერ უსაფრთხოება*;
6. ქსელური ინჟინერია*;
7. სამრეწველო ინჟინერია და მენეჯმენტი*;
8. გარემოს მენეჯმენტი და სუფთა წარმოება*;
9. მდგრადი ენერგეტიკის მასალები და პროცესები*;
10. ჯანმრთელობის ტექნოლოგია*;
11. დიზაინი და ინჟინერია*.
საბაკალავრო პროგრამებზე გასაგზავნი დოკუმენტაცია:
• სააპლიკაციო ფორმა;
• საშუალო განათლების ატესტატი;
• საშუალო განათლების ბოლო 3 წლის ნიშნების ფურცელი;
• 1 ფოტო პასპორტის ზომის;
• ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (TOEFL – 500 ქულა ხელნაწერი ტესტი, 173 ქულა კომპიუტერული ტესტი ან 61 ქულა ინტერნეტ–ტესტი; იელტური შეფასება – მინიმუმ 5.0 ქულა.);
• განაცხადის გაგზავნის ღირებულებაა 40 ევრო.
სამაგისტრო პროგრამებზე გასაგზავნი დოკუმენტაცია:
• სააპლიკაციო ფორმა;
• ბაკალავრის დიპლომი;
• აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ნიშნების ფურცელი);
• 1 ფოტო პასპორტის ზომის;
• ინგლისური ენის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (TOEFL – 500 ქულა ხელნაწერი ტესტი, 173 ქულა კომპიუტერული ტესტი ან 61 ქულა ინტერნეტ–ტესტი; იელტური შეფასება – მინიმუმ 5.0 ქულა.)
• განაცხადის გაგზავნის ღირებულებაა 40 ევრო;
• CV და სამოტივაციო წერილი, რომელიც დაადასტურებს კანდიდატის კონკრეტულ პროგრამასთან შესაბამისობას;
განაცხადის გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 1 მაისი ზოგირთი პროგრამა ითვალისწინებს გახანგრძლივებულ ვადას 2011 წლის 11 ივნისამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]