ცხადდება სამაგისტრო პროგრამა ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიზაციის მიმართულებით. პროგრამა აერთიანებს 9 საერთაშორისო უნივერსიტეტს: გრაზის უნივერსიტეტი, ლივანის კათოლიკური უნივერსიტეტი, ბოხუმის რურის უნივერსიტეტი, ჰამბურგის უნივერსიტეტი, პადუას უნივერსიტეტი, ვენეციის ფოსკარის უნივერსიტეტი, სევილიის უნივერსიტეტი, ლიუბლიანას უნივერსიტეტი და ბილბაოს დეუსტოს უნივერსიტეტი.
პროგრამა წარჩინებული სტუდენტებისათვის ითვალისწინებს სტიპენდიებს.
პროგრამა შედგება ორი სემესტრისაგან. პირველი სემესტრი (2011 წლის სექტემბრიდან იანვრამდე) ჩატარდება ვენეციაში (ლიდო), ხოლო მეორე (2012 წლის თებერვლიდან ივლისამდე) ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს E.MA პროგრამის მონაწილე ერთ-ერთ უნივერსიტეტში.
პროგრამის ხანგრძლივობა: ერთი წელი.
პროგრამის ოფიციალურ სამუშაო ენებს წარმოადგენს ინგლისური და ფრანგული.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გამოგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• რეზიუმე(СV);
• უნივერსიტეტის დიპლომის ორიგინალი ან ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ოფიციალურად დამოწმებული თარგმანით ინგლისურ, ფრანგულ ან იტალიურ ენაზე) საგამოცდო სესიებში მიღებული კრედიტების ამსახველ დოკუმენტაციასთან ერთად;
• დამატებითი კრედიტების დაგროვების დამადასტურებელი მოწმობა;
• ორი სარეკომენდაციო წერილი;
• უცხო ენის ფლობის დამადასტურებელი ოფიციალური სერთიფიკატები და სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი ნებისმიერი სხვა დოკუმენტაცია.
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 20 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]