ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ოქსფორდის უნივერსიტეტის დიპლომატიური კურსები 2011–2012 სასწავლო წლისათვის

ოქსფორდის უნივერსიტეტის დიპლომატიური კურსები 2011–2012 სასწავლო წლისათვის

ოქსფორდის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს დიპლომატიური სწავლებების განხრით მინიმუმ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მფლობელი საერთაშორისო სტუდენტებისაგან დიპლომატიის 6 თვიანი კურსების გასავლელად, რომელთა ხანგრძლივობაც განისაზღვრება 2011 წლის 3 ოქტომბრიდან 2012 წლის 30 მარტის ჩათვლით. პროგრამის ფარგლებში მონაწილე სტუდენტები შეისწავლიან დიპლომატიასთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: დიპლომატიური საქმიანობა პრაქტიკაში, მიმდინარე საერთაშორისო და ეკონომიკური საკითხები, დიპლომატიური სიმულაციები, საერთაშორისო ურთიერთობები ე.წ. „ცივი ომის“ პერიოდიდან მოყოლებული, ევროპული ინტეგრაცია, ბრიტანული პოლიტიკა ტეთჩერიდან ქემერონამდე, ევროპული პოლიტიკა 2000–2012 წლებში, საჯარო დისკუსიები დიპლომატებისათვის.

გარდა ზემოაღნიშნულისა, პროგრამის მონაწილეები დაესწრებიან მოწვეულ ლექტორთა ლექციებს დიპლომატიის საკითხებზე და საშუალება ექნებათ გაიუმჯობესონ ინგლისური ენის ფლობის დონე ოქსფორდის უნივერსიტეტის წამყვანი სპეციალისტების ზედამხედველობით.

მოცემული 6 თვიანი პროგრამის სრული საფასური შეადგენს 13,325 ფუნტ სტერლინგს. პროგრამის მონაწილეებს დახმარება გაეწევათ ოქსფორდში საცხოვრებელი ადგილის შერჩევაში.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა შევსებულ სააპლიკაციო ფორმასთან ერთად ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
•    სარეკომენდაციო წერილი აკადემიური პერსონალის წარმომადგენლისაგან, რომლისთვისაც კარგადაა ცნობილი კანდიდატის წარსული აკადემიური საქმიანობა;
•    დიპლომისა და აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ოფიციალურად დამოწმებული ასლები;
•    ინგლისურ ენაში ჩაბარებული „იელტური“ ან მასთან ოფიციალურად გათანაბრებული გამოცდის შედეგები;
•    სამოტივაციო განცხადება;
•    პასპორტის ზომის ორი ფოტოსურათი;

მათ ვინც  ვერ ახერხებს ექვს კვირიანი კურსების გავლას შეუძლიათ ორ კვირიანი (20 ივნისი – 1 ივლისი 2011 წელი) კურსები გაიარონ. კურსის საფასური შეადგენს 2550 ფუნტ სტერლინგს.

განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 24 ივნისი.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220,  ტელ.: 822 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]