საერთაშორისო განათლების კორეის ეროვნული ინსტიტუტი აცხადებს საგრანტო კონკურსს განათლების სპეციალობაზე კორეის რესპუბლიკაში. სწავლება განხორციელდება ინგლისურ ენაზე. დაინტერესებული კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:
• არ უნდა წარმოადგენდნენ კორეის მოქალაქეებს;
• ჰქონდეთ დამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობა როგორც ფიზიკურად, ასევე ფსიქიკურად;
• წარსულში არ უნდა ჰქონდეთ მონაწილეობა მიღებული კორეაში ამავე ან მსგავს პროგრამაში;
• ბაკალავრიატის სტუდენტების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს, ხოლო ზედა საფეხურების სტუდენტებისა 40 წელს;
• ბაკალავრიატის სტუდენტებს დაგროვილი უნდა ჰქონდეთ ელემენტარული განათლების დამადასტურებელი კრედიტები, ხოლო სამაგისტრო ან სადოქტორო კურსების გავლის მსურველი კანდიდატები უნდა ფლობდნენ ბაკალავრის ან მაგისტრის ხარისხის ფლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას განათლების სპეციალობის სასურველ მიმართულებაში;
• წარსულში არ უნდა ჰქონდეთ გავლილი რეგისტრაცია კორეის უნივერსიტეტში ჩასარიცხად;
• ფლობდნენ 80%-ზე მაღალ საერთო საშუალო (GPA) ქულას მშობლიური უმაღლესი სასწავლებლიდან;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა განაცხადი უნდა წარადგინონ კორეის რესპუბლიკის უკრაინის საკონსულო დეპარტამენტში 2011 წლის 4 მარტამდე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]