ფიზიკის დარგში კვლევების წახალისების მიზნით აბდუს სალამის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი იწყებს პოსტსადოქტორო სტიპენდიების
ახალ პროგრამას კონდენსირებული გარემოსა და სტატისტიკური ფიზიკის მიმართულებით, რომელიც მოიცავს შემდეგ თემებს:
• უწონადობის კვანტური ფიზიკა (out of equilibrium quantum physics);
• კვანტური ინფორმაცია და კვანტური რთული სისტემები (quantum information and quantum complex systems);
• რთული სისტემების სტატისტიკური მექანიკა (statistical mechanics of complex systems);
• ძლიერი კორელაციის ფიზიკა (strong correlation physics (including ultra-cold atoms and molecules);
• კვანტური ტრანსპორტი ნანოსტრუქტურებში (quantum transport through nanostructures);
• დაბალ განზომილებიანი კვანტური სისტემები (low dimensional quantum systems);
• ბიოლოგიურად რელევანტური სისტემების სიმულირება (simulation of biologically relevant systems);
• მასალების მოდელირება ენერგიის გამოყენებისთვის (modeling of materials for energy applications).
პროგრამის ხანგრძლივობა: 3 + 2 წელი.
ყოველთვიური სტიპენდიის რაოდენობა: 2,500 – 3,000 ევრო.
კანდიდატებს მოეთხოვებათ მოცემულ სფეროში აქტიური და დამოუკიდებელი პოსტსადოქტორო საქმიანობის გამოცდილება.
საჭირო დოკუმენტები:
• რეზიუმე (CV) პუბლიკაციების სრული სიით;
• სამი სარეკომენდაციო წერილი (უნდა აიტვირთოს რეკომენდატორთა მიერ ელექტრუნული რეგისტრაციის ვებ-გვერდზე).
განაცხადების გაგზავნის ბოლო ვადაა 30 ნოემბერი, 2010.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]