აზერბაიჯანის ახალგაზრდა მეწარმეთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს ახალგაზრდა ლიდერებისთვის აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, მოლდავეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, თურქეთიდან, ლატვიადან, ლიტვადან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ბელგიიდან, ესპანეთიდან და დიდი ბრიტანეთიდან საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად სახელწოდებით „ცქერა მომავლისაკენ, სამომავლო კონტურების ფორმირება“. პროგრამა ჩატარდება 2011 წლის 9 მაისიდან 15 მაისის ჩათვლით ბაქოში.
ძირითადი სამუშაო ენაა ინგლისური.
ფორუმის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს თავი მოუყაროს ახალგაზრდა ლიდერებს სხვადასხვა სახელმწიფოდან, რათა საშუალება მისცეს მათ პარალელები გაავლონ სამშობლოში არსებულ წარსულ თუ მიმდინარე კონფლიქტებსა და ევროპაში არსებულ კონფლიქტებს შორის, აგრეთვე გაანალიზონ, თუ რა სახის ზეგავლენა მოახდინეს აღნიშნულმა კონფლიქტებმა ევროპელი ერების ბიოგრაფიებზე.
პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდა ლიდერებისთვის, რომლებიც დასაქმებულნი არიან ადგილობრივ ან საერთაშორისო ახალგაზრდულ ორგანიზაციებში და გააჩნიათ პრაქტიკულ სამუშაო გამოცდილება.
პროგრამა ითვალისწინებს საჰაერო მგზავრობის ხარჯების 70%–იან ანაზღაურებას. ადგილობრივ ტრანსპორტირებასთან, სამუშაო მასალებთან და კვებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება სრულად. მონაწილეებს მიეწოდებათ აგრეთვე სპეციალური მოსაწვევები, რაც გაუადვილებთ ვიზის მოპოვებას.
განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2011 წლის 3 აპრილი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]