CHEVENING – ის სტიპენდიები საშუალებას გაძლევთ მიღებული სტიპენდიის შედეგად ხელი შეუწყოთ საქართველოში პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას.
სტიპენდია ბრიტანეთში სწავლების საფასურს ფარავს 12 თვის მანძილზე (საცხოვრებელი ხარჯებისა და საერთაშორისო ფრენის ჩათვლით);
Chevening -ის სტიპენდიები ცხადდება შემდეგ სფეროებში: კონფლიქტების მოგვარება;
კანონის უზენაესობა, ადამიანთა უფლებების დაცვა და მართვა;
მედიის განვითარება,სასამართლო სისტემის და დემოკრატიული რეფორმა.
საჭირო მოთხოვნები:
კანდიდატიუნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და განცხადების წარდგენის დროს ცხოვრობდეს საქართველოში;
ვალდებულია, ფლობდეს უმაღლესი განათლების დიპლომს;
უნდა ჰქონდეს სულ მცირე სამი წლის სამუშაო გამოცდილება საქმიანობის შერჩეულ სფეროში;
შესანიშნავად ფლობდეს ინგლისურ ენას.
“ონ ლაინ” სააპლიკაციო ფორმების მიღება წარმოებს 2009 წლის 30 ნოემბრიდან 18 დეკემბრამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ შემდეგი ვებგვერდი:
http://www.britishcouncil.org/geo/ge-education-funding-your-studies-chevening.htm
ან მიმართეთ
უნივერსიტეტის საგარეო ურთიერთობათა სამსახურს მისამართზე:
ქ. ჩოლოყაშვილის 5, ოთახი 333,
ტელ: 899 21 16 70, 877 23 77 18
(ილ. ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა)
[wpai_display_imported_files_here]