ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

DAAD-ს სტიპენდიები საქართველოსთვის

DAAD-ს სტიპენდიები საქართველოსთვის

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური – DAAD აფინანსებს სტუდენტებს, მაგისტრანტებს, დოქტორანტებსა და მეცნიერებს.

DAAD-მა  გამოაცხადა კონკურსი შემდეგ პროგრამებზე:
•    საბაკალავრო სტიპენდიები გერმანული სკოლის მე-12 კლასელებისთვის (ხანგრძლივობა 1-5 წელი);
•    საზაფხულო კურსები გერმანიის უმაღლეს სასწავლებლებში (ხანგრძლივობა 3-4¾ კვირა);
•    სემესტრული სტიპენდიები გერმანისტიკის სპეციალობის სტუდენტებისთვის (ხანგრძლივობა 5 თვე);
•    სტიპენდია დამამთავრებელ კურსზე მყოფი გერმანისტებისთვის (ხანგრძლივობა 1-3¾ თვე);
•    პრაქტიკა საბუნებისმეტყველო და საინჟინრო, ასევე სოფლის მეურნეობის სფეროსთვის;
•    სტიპენდია სტუდენტური ჯგუფებისათვის (ხანგრძლივობა 7-10 დღე);
•    სასწავლო სტიპენდია ყველა სპეციალობის კურსდამთავრებულისთვის (ხანგრძლივობა1-2 წელი);
•    ERP – სამაგისტრო კურსი ეკონომისტებისთვის (1-2 წელი);
•    კვლევითი სტიპენდიები დოქტორანტებისა და ახალგაზრდა კვალიფიცირებული მეცნიერებისათვის (ხანგრძლივობა 1-10 თვე, სადოქტორი სტიპენდია – 3 წელი);
•    სტიპენდია ხელოვანთათვის (ხანგრძლივობა 10 თვე);
•    კვლევითი სტაჟირება უნივერსიტეტის პედაგოგებისა და მეცნიერებისთვის (ხანგრძლივობა 3 თვე);
•    განმეორებითი სტიპენდია ყოფილი სტიპენდიატებისათვის (ხანგრძლივობა 3 თვე);

DAAD-ს სტიპენდიების კონკურსისთვის საბუთების შემოტანის ბოლო ვადა იქნება 31 ოქტომბერი.

2011 წლის სექტემბრამდე პროგრამაში შესაძლოა შევიდეს უმნიშვნელო ცვლილებები.

კონსულტაციები სტიპენდიებისა და ზოგადად გერმანიაში სწავლის შესახებ იმართება DAAD-ის თბილისის საინფორმაციო ცენტრში: ორშაბათი – პარასკევი, 14 საათიდან 18 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 219,  ტელ.: 822 29 47 11.

[wpai_display_imported_files_here]