ღია საზოგადოების ინსტიტუტი (ნიუ-იორკი) და ფონდი “საერთაშორისო განათლების ცენტრი” აცხადებს დამატებითი სტიპენდიების კონკურსს 2012-2013.
პროგრამის მიზანია, საშუალება მისცეს სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში სადოქტორო ხარისხის (Ph.D) მაძიებლებს, მოიპოვონ დამატებითი ფინანსური დახმარება.
პროგრამა დააფინანსებს განმცხადებლებს, რომლებიც სწავლის გაგრძელებას აპირებენ ამერიკის, აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ავსტრალიისა და ევროპის აკრედიტებულ უნივერსიტეტებში.
სტიპენდიაზე განაცხადების შემოტანა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც ჩარიცხულნი არიან სადოქტორო პროგრამაზე (Ph.D).
განმცხადებლებს დაფინანსების მოთხოვნა შეუძლიათ შემდეგი კატეგორიებიდან:
• სწავლის გადასახადი;
• საცხოვრებელი ხარჯები;
• სხვადასხვა – მგზავრობა, წიგნები, დაზღვევა.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:
ამერიკის, აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და ავსტრალიის უნივერსიტეტებისათვის – 15 აპრილი 2012 წ.
ევროპის უნივერსიტეტებისათვის – 21 მაისი 2012 წ.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]