ედინბურგის უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა უმაღლესი სკოლა აცხადებს განაცხადების მიღებას პოლიტიკისა და სამართალმცოდნეობის მიმართულებით გამოცხადებულ სამაგისტრო სტიპენდიების პროგრამაზე.
მსურველები უნდა ფლობდნენ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს სტიპენდიით გათვალისწინებულ სპეციალობებში.
მსურველებმა სააპლიკაციო ფორმასთან ერთად სავალდებულოა ელექტრონულად გაგზავნოთ შემდეგი დოკუმენტაცია:
• კვლევითი ნაშრომის თეზისები პოლიტიკურ და სოციალურ მეცნიერებებში;
• ორი სარეკომენდაციო წერილი;
• დიპლომის ფოტოასლი აკადემიური მოსწრების დამადასტურებელ დოკუმენტაციასთან ერთად;
• ინგლისური ენის სრულფასოვნად ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
სასექტემბრო კურსებისათვის განაცხადების ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 15 ივლისი
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ: 822 29 47 11
[wpai_display_imported_files_here]