მიმდინარეობს ანკეტების მიღება მასკის სამაგისტრო პროგრამაზე. ედმუნდ მასკის სამაგისტრო პროგრამა წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს პროგრამას, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო კვლევისა და გაცვლების საბჭო (IREX). პროგრამა საშუალებას აძლევს მოქალაქეებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, მოლდავეთიდან, რუსეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, უკრაინიდან და უზბეკეთიდან მიიღონ მაგისტრის ხარისხი ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტში. მონაწილეები შეირჩევიან ღია, თანასწორუფლებიანი კონკურსის საფუძველზე.
სასწავლო დარგები:
• ბიზნესის მართვა;
• ეკონომიკა;
• განათლება;
• გარემოს დაცვის მენეჯმენტი;
• საერთაშორისო ურთიერთობები;
• ჟურნალისტიკა;
• სამართალი;
• საბიბლიოთეკო საქმე და საინფორმაციო მეცნიერება;
• სახელმწიფო მართვა;
• საზოგადოებრივი ჯანდაცვა;
• საზოგადოებრივი პოლიტიკა.
პროგრამის ყველა მონაწილე:
• დაესწრება ლექციების სრულ განაკვეთს ერთი ან ორი წლის განმავლობაში;
• პირველი აკადემიური წლის განმავლობაში შეიმუშავებს და განახორციელებს პროექტს, რომელიც სარგებელს მოუტანს ადგილობრივ საზოგადოებას;
• გაივლის სტაჟირებას სასწავლო სემესტრის შემდეგ.
პროგრამა სრულად არის დაფინანსებული და ითვალისწინებს:
• მხარდაჭერას აშშ J_1 ვიზის მისაღებად;
• მგზავრობას მონაწილის საცხოვრებელი ქალაქიდან მასპინძელ უნივერსიტეტამდე ამერიკის შეერთებულ შტატებში და უკან;
• ყოველთვიურ სტიპენდიას;
• სამედიცინო დაზღვევას; უნივერსიტეტში სწავლების საფასურს;
• თანხას წიგნების შესაძენად;
• ბინის ქირას და კვებას აშშ-ში ყოფნის პერიოდში; და
• ინგლისური ენის კურსებს (საჭიროების შემთხვევაში).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა ორშაბათი, 8 ნოემბერი, 5:00.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის, დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: (8 32) 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]