სტუდენტებისათვის ცხადდება ერასმუს მუნდუსის სამაგისტრო პროგრამა 2011-2013 სასწავლო წლისათვის. ე.წ. „მესამე ქვეყნების სტუდენტებისთვის“ დაწესებულია A კატეგორიის სტიპენდიები, რომელთა ოდენობა მთელი პროგრამის მანძილზე შეადგენს 48.000 ევროს. პროგრამა აერთიანებს შემდეგ უნივერსიტეტებს:
• საფრანგეთი – ნანტის უნივერსიტეტი;
• ესპანეთი – მადრიდის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი;
• შვედეთი – სამეფო ტექნოლოგიური ინსტიტუტი;
• უნგრეთი – ბუდაპეშტის ტექნოლოგიისა და ეკონომიკის უნივერსიტეტი;
• დიდი ბრიტანეთი – ჩრდილოეთ ირლანდიის ბელფასტის უნივერსიტეტი.
პროგრამის ხანგრძლივობა: ორი წელი.
დაინტერესებული კანდიდატები უნდა ფლობდნენ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხს საინჟინრო მეცნიერებებსა ან მონათესავე სამეცნიერო – ტექნიკურ დისციპლინებში.
პროგრამაში მონაწილეობისა და სტიპენდიის მოპოვების მსურველმა კანდიდატებმა ელექტრონულად უნდა გაგზავნონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სააპლიკაციო ფორმა;
• ერასმუს მუნდუსის სტიპენდიის სააპლიკაციო ფორმა;
• ევროპული მოდელის სრულყოფილი რეზიუმე (CV) ინგლისურ ენაზე;
• აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში მიღებული შეფასებების დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ინგლისურ თარგმანთან ერთად);
• ორი სარეკომენდაციო წერილი ინგლისურ ენაზე (ერთ – ერთი მაინც აუცილებლად აკადემიური პერსონალის წარმომადგენლისაგან);
• სამოტივაციო წერილი მომავალი კარიერული მიზნების შესახებ (მაქსიმუმ 2000 სიტყვა);
• ინგლისური ენის სერტიფიკატი (TOEFL ან იელტური შეფასება);
• საზღვარგარეთის პასპორტის იმ გვერდის ასლი, რომელიც შეიცავს კანდიდატის ვინაობას, პასპორტის ნომერსა და ფოტოს;
• პასპორტის ზომის 2 ფოტო კანდიდატის სახელის, გვარისა და სამშობლოს დასახელებით;
განაცხადის ელექტრონულად გაგზავნის ბოლო ვადაა 2010 წლის 22 დეკემბერი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის ცენტრის დასაქმების, დაბინავებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]