ფონდი “საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამები” აცხადებს სამეცნიერო პროექტების მიღებას ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსზე წარსადგენად. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ 15-დან 20 წლამდე ახალგაზრდებს.
მსურველებმა უნდა გამოაგზავნონ სამეცნიერო ნაშრომის მოკლე/ძირითადი შინაარსი (abstract). შემდეგ ჩატარდება დასწრებული ტური, სადაც პროექტების ავტორებმა მოწვეული ჟიურის წინაშე უნდა წარმოადგინონ საკუთარი ნაშრომები (stands). დასწრებულ ტურში გამარჯვებული პროექტები ნომინირებული იქნება ევროკავშირის ახალგაზრდა მეცნიერთა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 2012 წელს ჩატარდება ქ. ბრატისლავაში, სექტემბრის ბოლოს. კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ანაზღაურებს ევროკავშირი.
პრიორიტეტი მიენიჭება ორიგინალურ და ინოვაციურ პროექტებს.
სამეცნიერო აბსტრაქტების გაგზავნის ბოლო ვადაა 2012 წლის 26 მარტი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური სერვის-ცენტრის დასაქმებისა და სტიპენდიების განყოფილებას მისამართზე: ჭავჭავაძის გამზ. №32, ოთახი C 220, ტელ.: 822 29 47 11.
[wpai_display_imported_files_here]