სტუდენტთა გარე მობილობა შესაძლებელია გამოცხადდეს წელიწადში ორჯერ, პროცესის ადმინისტრირებისათვის შექმნილია გარე მობილობის ელექტრონული პორტალი (students.emis.ge), რომლის მეშვეობით ერთი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა გადასვლის პროცესის ადმინისტრირებას ახორციელებს სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა. გარე მობილობა ცხადდება მხოლოდ იმ შემთხვევაში როდესაც უნივერსიტეტს აქვს სტუდენტთა ვაკანტური ადგილები.